(1) [საერთაშორისო განაცხადის სავალდებულო შედგენილობა]საერთაშორისო განაცხადი სრულდება დადგენილ ენაზე, ან დადგენილი ენებიდან ერთ-ერთზე და შეიცავს ან თან ერთვის შემდეგი:

(Ι) განცხადება საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ამ აქტის შესაბამისად;

(ΙΙ) დადგენილი მონაცემები განმცხადებლის შესახებ;

(ΙΙΙ) გამოსახულების ასლების დადგენილი რაოდენობა, ან გამცხადებლის არჩევით რამდენიმე სხვადასხვა გამოსახულება სამრეწველო ნიმუშისა, რომელიც წარმოადგენს დადგენილი წესით წარდგენილი საერთაშორისო განაცხადის საგანს; მაგრამ, როდესაც სამრეწველო ნიმუში ორგანზომილებიანია და მოთხოვნა გამოქვეყნების გადადებაზე შესრულებულია მე-(5) პუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო განაცხადს გამოსახულების ნაცვლად შეიძლება თან დაერთოს სამრეწველო ნიმუშის ნიმუშების დადგენილი რაოდენობა;

(ΙV) დადგენილი წესის შესაბამისად ნაკეთობის ან ნაკეთობების აღნიშვნა, რომელიც შეადგენს სამრეწველო ნიმუშს, ან რომლებთან დაკავშირებითაც სამრეწველო ნიმუში უნდა იქნეს გამოყენებული;

(V) მითითებული მონაწილე მხარეების აღნიშვნა;

(VΙ) დადგენილი საფასურები;

(VΙΙ) ნებისმიერი სხვა დადგენილი მონაცემები.

(2) [საერთაშორისო განაცხადის დამატებითი სავალდებულო შედგენილობა](ა) ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომლის უწყება ახორციელებს ექსპერტიზას და რომლის კანონი, ამ აქტის მისი მხარედ გახდომის დროს, მოითხოვს, რომ განაცხადი სამრეწველო ნიმუშისათვის დაცვის მინიჭების თაობაზე შეიცავდეს (ბ) ქვეპუნქტში განსაზღვრული ელემენტებიდან ნებისმიერს, რათა ამ განაცხადს მიენიჭოს შეტანის თარიღი მისი კანონის შესაბამისად, შეუძლია განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს ამ ელემენტების შესახებ.

(ბ) ელემენტები, რომელთა შესახებ შეიძლება შეტყობინება (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შემდეგია;

(Ι) მონაცემები იმ სამრეწველო ნიმუშის შემქმნელის ვინაობის შესახებ, რომელიც ამ განაცხადის საგანია;

(ΙΙ) გამოსახულების, ან დამახასიათებელი ნიშნების მოკლე აღწერა იმ სამრეწველო ნიმუშისა, რომელიც ამ განაცხადის საგანია;

(ΙΙΙ) დაცვის ფარგლების მოთხოვნა.

(გ) როდესაც საერთაშორისო განაცხადი შეიცავს მონაწილე მხარის მითითებას, რომელმაც განახორციელა შეტყობინება (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი აგრეთვე დადგენილი წესის მიხედვით უნდა შეიცავდეს ნებისმიერ ელემენტს, რომელიც ასეთი შეტყობინების საგანი იყო.

(3) [საერთაშორისო განაცხადის სხვა შესაძლო შედგენილობა] საერთაშორისო განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ან თან ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული ელემენტები.

(4) [რამდენიმე სამრეწველო ნიმუში ერთ და იმავე საერთაშორისო განაცხადში]ისეთი პირობებიდან გამომდინარე, რომლებიც შეიძლება დადგენილი იქნეს, საერთაშორისო განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ორ ან მეტ სამრეწველო ნიმუშს.

(5) [გადადებული გამოქვეყნების მოთხოვნა]საერთაშორისო განაცხადი შეიძლება შეიცავდეს გამოქვეყნების გადადების მოთხოვნა