(1) [უარყოფის უფლება]ნებისმიერი მითითებული მხარის უწყებას შეუძლია, როდესაც ამ მხარის კანონის შესაბამისად დაცვის მინიჭების პირობები არ არის დაკმაყოფილებული ნებისმიერი ან ყველა სამრეწველო ნიმუშის მიმართ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო რეგისტრაციის საგანს, ნაწილობრივ ან მთლიანად უარყოს საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება აღნიშნული მხარის ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ უწყებას არ შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად უარყოს ნებისმიერი საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება იმ საფუძვლით, რომ ამ აქტით ან ინსტრუქციით გათვალისწინებული, ან მისი დამატებით, ან მისგან განსხვავებული მოთხოვნები, საერთაშორისო განაცხადის ფორმასა და შედგენილობასთან დაკავშირებით არ იქნეს დაკმაყოფილებული აღნიშნული მონაწილე მხარის კანონის შესაბამისად.

(2) [უარყოფის შეტყობინება](ა) საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების უარყოფა უწყებამ უნდა აცნობოს საერთაშორისო ბიუროს უარყოფის შეტყობინებით დადგენილი დროის პერიოდის განმავლობაში.

(ბ) უარყოფის ნებისმიერ შეტყობინებაში მოყვანილი უნდა იქნეს ყველა საფუძველი, რომელსაც ემყარება უარყოფა.

(3) [უარყოფის შეტყობინების გადაგზავნა; სამართლებრივი დაცვის საშუალებები](ა) საერთაშორისო ბიურო უარის შეტყობინების ასლს დაუყოვნებლივ უგზავნის მფლობელს.

(ბ) მფლობელს აქვს სამართლებრივი დაცვის იგივე საშუალებები, როგორც ექნებოდა ნებისმიერ სამრეწველო ნიმუშს, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია, არის დაცვის მინიჭებაზე განაცხადის საგანი მოქმედი კანონის შესაბამისად იმ უწყებისათვის, რომელმაც აცნობა უარყოფის შესახებ. სამართლებრივი დაცვის ასეთი საშუალება, სულ მცირე, შეიცავს განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების, ან უარყოფის გადასიჯვის, ან უარყოფის გაპროტესტების შესაძლებლობას.

(4)[2]

[უარყოფის გატანა]ნებისმიერი უარყოფა შეიძლება გატანილი იქნეს ნაწილობრივ ან მთლიანად ნებისმიერ დროს იმ უწყების მიერ, რომელმაც ის შეატყობინ