(1) [შეტყობინება სპეციალური მოთხოვნების შესახებ] ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომელის კანონი მისი ამ აქტის მხარედ გახდომისას მოითხოვს, რომ სამრწველო ნიმუშები, რომლებიც ერთი და იგივე განაცხადის საგანია, აკმაყოფილებდეს სამრეწველო ნიმუშის ეთიანობის, ნაწარმის ერთიანობის, ან გამოყენების ერთიანობის მოთხოვნას, ან მიეკუთნება საგნების იგივე კომპლექტს ან ნაკრებს, ან მოთხოვნას, რომ ერთი განაცხადით შეიძლება განცხადებული იქნეს მხოლედ ერთი დამოუკიდებელი და განსხვავებული სამრეწველო ნიმუში, შეუძლია შესაბამისად განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს. მაგრამ არცერთი ასეთი განცხადება გავლენას არ მოახდენს გამცხადებლის უფლებაზე საერთაშორისო განაცხადში მე-5(4) მუხლოის შესაბამისად ჩართოს ორი ან მეტი სამრეწველო ნიმუში, იმისდა მიუხედავად, რომ განაცხადში მითითებულია მონაწილე მხარე, რომელმაც გააკეთა აღნიშნული განცხადება.
(2) [ განცხადების მოქმედება] ნებისმიერი ასეთი განცხადება საშუალებას აძლევს მონაწილე მხარის უწყებას, რომელმაც გააკეთა იგი, მე-12 მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად უარყოს საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედება, სანამ არ იქნება დაცული განხილვაში მყოფი შესაბამისობა მოთხოვნასთან, რომელიც შეტყობინებული იყო ამ მონაწილე მხრის მიერ.
(3) [რეგისტრაციის გაყოფისათვის გადასახდელი შემდგომი საფასურები] როდესაც მე-(2) პუნქტის შესაბამისად უარყოფის შეტყობინების შემდეგ, საერთაშორისო რეგისტრაცია გაიყოფა შესაბამისი უწყებისათვის, რათა დაძლეული იქნეს შეტყობინებაში მოყვანილი საფუძველი, ამ უწყებას უფლება აქვს დააკისროს საფასური ყოველი დამატებითი საერთაშორისო განაცხადისათვის, რომელიც საჭირო იქნებოდა უარყოფის ამ საფუძველის თავიდან ასაცილებლ