(1) [საერთაშორისო რეგისტრაციის პირველი ვადა] საერთაშორისო რეგისტრაცის მოქმედებს პირველი ხუთწლიანი ვადით, რომელიც აითვლება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან.

(2) [საერთაშორისო რეგისტრაციის ვადის გაგრძელება] საერთაშორისო რეგისტრაციის ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებითი ხუთი წლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და ექვემდებარება დადგენილი საფასურის გადახდას.

(3) [დაცვის ხანგრძლივობა მითითებული მონაწილე მხარეების ტერიტორიაზე] (ა) იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო რეგისტრაციის ვადა გაგრძელებულია და (ბ) ქვეპარაგრაფიდან გამომდინარე, დაცვის ხანგძლივობა თითოეული მონაწილე მხარის ტერიტორიაზე არის 15 წელი, რომელიც აითვლება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან.

(ბ) როდესაც მონაწილე მხარის კანონი ითვალისწინებს დაცვას, რომლის ხანგრძლივობა 15 წელზე მეტია სამრეწველო ნიმუშისათვის, რომელსაც დაცვა მიენიჭა აღნიშნული კანონის შესაბამისად, დაცვის ხანგრძლივობა, იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო რეგისტრაციის ვადა გაგრძელებულია, არის იგივე, რაც გათვალისწინებულია ამ მონაწილე მხარის კანონით.

(გ) თითოეული მონაწილე მხარე განცხადებით ატყობინებს გენერალურ დირექტორს მისი კანონით გათვალისწინებული დაცვის მაქსიმალური ხანგრძლივობის შესახებ.

(4) [შეზღუდული გაგრძელების შესაძლებლობა] საერთაშორისო რეგისტრაციის ვადა შეიძლება გაგრძელეს რომელიმე ან ყველა მითითებული მონაწილე მხარის მიმართ და რომელიმე ან ყველა სამრეწველო ნიმუშისათვის, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია.

(5) {ვადის გაგრძელების შესახებ ჩანაწერის შეტანა და გამოქვეყნება] საერთაშორისო ბიუროს შეაქვს ვადის გაგრძელება საერთაშორისო რეესტრში და აქვეყნებს ცნობას ამის შესახებ. იგი უგზავნის გამოქვეყნებული ცნობის ასლს დაინტერესებულ მონაწილე მხარის თითოეულ უწყება