(1) (ბიუჯეტები] (ა) კავშირს უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი.

(ბ) კავშირის ბიუჯეტი შეიცავს საკუთრივ კავშირის კუთვნილ შემოსავალს და მართებულ ხარჯებს, მის შენატანებს ბიუჯეტის ხარჯების ნაწილში, რომელიც საერთოა ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული კავშირებისათვის.

(გ) ხარჯები, რომლებიც არ განეკუთვნება მხოლოდ კავშირს, მაგრამ განეკუთნება ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებულ ერთ ან მეტ სხვა კავშირს, განიხილება კავშირების საერთო ხარჯებად. კავშირის წილი ასეთ საერთო ხარჯებში შეესაბამება მის წილს მოცემულ ხარჯებში.

(2) [კოორდინირება კავშირის სხვა ბიუჯეტებთან] კავშირის ბიუჯეტი დგინდება ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული სხვა კავშირების ბიუჯეტებთან კოორდინაციის მოთხოვნების სათანადო გათვალისწინებით.

(3) [ბიუჯეტის დაფინანსების წყაროები]კავშირის ბიუჯეტი ფინანსდება შემდეგი წყაროებიდან:

(Ι) საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურებით;

(ΙΙ) საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურებისათვის კუთვნილი გადასახადით;

(ΙΙΙ) საერთაშორისო ბიუროს მიერ კავშირთან დაკავშირებული გამოცემების გაყიდვით ან ჰონორარით.

(ΙV) საჩუქრებით, უფლებამონაცვლეობით მიღებული ქონებით, სუბსიდიებით;

(V) რენტით, პროცენტებით და სხვა შემოსავლით.

(4) [საფასურების და გადასახადების დადგენა;ბიუჯეტის დონე] (ა) მე-(3) (Ι) პუნქტით მითითებული საფასურის ოდენობა უნდა დადგინდეს ასამბლეის მიერ გენერალური დირექტორის წინადადებით. მე-(3) (ΙΙ) პუნქტით მითითებული გადასახადები უნდა დადგინდეს გენერალური დირექტორის მიერ და დასაშვებია მათი წინასწარი გამოყენება, მაგრამ ექვემდებარება ასამბლეის მიერ დამტკიცებას თავის შემდეგ სესიაზე.

(ბ) მე-(3) (Ι) პუნქტში მითითებული საფასურის ოდენობა ისე უნდა იქნეს დადგენილი, რომ კავშირის მიერ საფასურებით და სხვა წყაროებით მიღებული შემოსავალი სულ მცირე საკმარისი იყოს საერთაშორისო ბიუროს კავშირთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დასაფარად.

(გ) თუ ბიუჯეტი არ იქნა მიღებული ახალი ფინანსური პერიოდის დაწყების წინ, იგი წინა წლის ბიუჯეტის დონეზე იქნება, როგორც ეს გათვალისწინებულია ფინანსურ ინსტრუქციაში.

(5) [მიმდინარე აქტივების ფონდი] კავშირს აქვს მიმდინარე აქტივების ფონდი, რომელიც შედგენილია შემოსავლების ნამეტით, ხოლო თუ ასეთი ნამეტი არ არის საკმარის, კავშირის თითოეული წევრის ერთჯერადი გადასახადით. თუ ფონდი არასაკმარისია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას მისი გაზრდის შესახებ. გადასახადის წილს და ვადაებს ადგენს ასამბლეა გენერალური დირქტორის წინადადებებით.

(6) [მასპინძელი სახელმწიფოს ავანსი] (ა) შეთანხმებით შტაბბინის შესახებ, რომელიც დადებულია სახელმწიფოსთან, რომლის ტერიტორიაზე ორგანიზაციას აქვს შტაბბინა, გათვალისწინებული უნდა იქნეს რომ როდესაც მიმდინარე აქტივების ფონდი არასაკმარისია, ასეთმა სახელმწიფომ უნდა გაიღოს ავანსი. ამ ავანსის ოდენობა და გამოყოფის პირობები ასეთ სახელმწიფოსა და ორგანიზაციას შორის ცალკე შეთანხმების საგანია.

(ბ) (ა) ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოს და ორგანიზაციას თითოეულს უნდა ჰქონდეს ავანსის გამოყოფის ვალდებულების დენონსირების უფლება წერილობითი შეტყობინებით. დენონსირება ძალაში შედის სამი წლის შემდეგ იმ წლის ბოლოდან, როდესაც ეს შეტყობინებული იქნა.

(7) [ანგარიშების შემოწმება] ანგარიშების შემოწმება ხორციელდება კავშირის ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფოს მიერ ან გარე აუდიტორიების მიერ, ფინანსური ინსტრუქციის მიხედვით. ისინი უნდა დაინიშნონ ასამბლეის მიერ მათთან შეთანხმები