(1) [შეტყობინება საერთო უწყების შესახებ] თუ რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც აპირებს გახდეს ამ აქტის მხარე, ან რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც ამ აქტის მხარეა, შეთანხმდა განახორციელოს სამრეწველო ნიმუშების შესახებ თავისი ეროვნული კანონმდებლობის უნიფიცირება, მათ შეუძლიათ შეატყობინონ გენერალურ დირექტორს, რომ
(Ι) თითოეული მათგანის ეროვნულ უწყებას ჩაენაცვლება საერთო უწყება, და
(ΙΙ) მთელი მათი შესაბამისი ტერიტორია, სადაც მოქმედებს უნიფიცირებული კანონმდებლობა, ჩაითვლება ერთ მონაწილე მხარედ ამ აქტის 1-ლი, მე-3–დან მე-18-მდე და 31-ე მუხლების გამოყენების მიზნით.
(2) [შეტყობინების გაკეთების ვადა] (1) პუნქტში აღნიშნული შეტყობინება უნდა გაკეთდეს,(Ι) თუ ეს ეხება სახელმწიფოებს, რომლებიც აპირებენ ამ აქტის მხარედ გახდომას, 27-ე მუხლის მე-(2) პუნქტში აღნიშნული სამართლებრივი აქტების დეპონირებისას;
(ΙΙ) თუ ეს ეხება ამ აქტის მხარე სახელმწიფოებს, ნებისმიერ დროს მას შემდეგ, რაც განხორციელდა მათი ეროვნული კანონმდებლობის უნიფიკაცია.
(3) [შეტყობინების ძალაში შესვლის თარიღი] (1) და (2) პუნქტებში აღნიშნული შეტყობინება ძალაში შევა,(Ι) თუ ეს ეხება სახელმწიფოებს, რომლებიც აპირებენ ამ აქტის მხარედ გახდომას, როდესაც ასეთი სახელმწიფოები გახდებიან შებოჭილი ამ აქტით;
(ΙΙ) თუ ეს ეხება ამ აქტის მხარე სახელმწიფოებს, გენერალური დირექტორის მიერ სხვა მონაწილე მხარეების შეტყობინების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, ან შეტყობინებაში აღნიშნული ნებისმიერი უფრო გვიანი თარიღი