(1) [შემადგენლობა] (ა) მონაწილე მხარეები უნდა იყვნენ იმავე ასამბლეის წევრები, რომლის წევრები არიან 1967 წლის შემვსები აქტის მე-2 მუხლით შებოჭილი სახელმწიფოები.
(ბ) ასამბლეის თითოეული წევრი ასამბლეაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება დაეხმარონ ალტერნატიული დელეგატები, მრჩევლები და ექსპერტები და თითოეულ დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი მონაწილე მხარე.
(გ) კავშირის ის წევრები, რომლებიც არ არიან ასამბლეის წევრები, ასამბლეის სხდომაზე მეთვალყურეებად დაიშვებიან.
(2) [ფუნქციები]ასამბლეა
(Ι) განაგებს კავშირის საქმიანობის შენარჩუნება, განვითარებასა და ამ აქტის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
(ΙΙ) იყენებს ისეთ უფლებებს და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მისთვის მინიჭებული ან გადაცემულია ამ აქტით ან 1967 წლის შემვსები აქტით;
(ΙΙΙ) გენერალურ დირექტორს აძლევს გადასინჯვის კონფერენციებისათვის მზადებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს და წყვეტს ნებისმიერი ასეთი კონფერენციის მოწვევის საკითხს;
(ΙV) შეაქვს ცვლილებები ინსტრუქციაში;
(V) განიხილავს და ამტკიცებს გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და საქმიანობას კავშირთან მიმართებით, აგრეთვე აძლევს გენერალურ დირექტორს ყველა საჭირო ინსტრუქციას კავშირის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
(VΙ) განსაზღვრავს კავშირის პროგრამას, იღებს ორწლიან ბიუჯეტს და ამტკიცებს მის საბოლოო ანგარიშებს;
(VΙΙ) იღებს კავშირის ფინანსურ ინსტრუქციებს;
(VΙΙΙ) აარსებს ისეთ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს კავშირის მიზნების მისაღწევად;
(ΙX) (1) პუნქტის (გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრავს რომელი სახელმწიფო, სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია დაიშვება მეთვალყურეებად სხდომებზე;
(X) ახორციელებს ნებისმიერ შესაბამის მოქმედებას კავშირის მიზნების შესრულების ხელშესაწყობად და ასრულებს ნებისმიერ სხვა ფუნქციას, რომელიც მიზანშეწონილია ამ აქტიდან გამომდინარე.
(ბ) საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული სხვა კავშირებისათვის, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ.
(3) [კვორუმი](ა) ასამბლეის წევრების ნახევარი, რომლებიც არიან სახელმწიფოები და აქვთ ხმის მიცემის უფლება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, შეადგენს კვორუმს ამ საკითხთან დაკავშირებული კენჭისყრის მიზნებისათვის.
(ბ) (ა) ქვეპუნქტის დებულებების მიუხედავად, თუ ნებისმიერ სესიაზე ასამბლეის წევრების რიცხვი, რომლებიც არიან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლების მქონე სახელმწიფოები და ესწრებიან, ნაკლებია ნახევარზე, მაგრამ ტოლია ან მეტია ასამბლეის იმ წევრების ერთი მესამედის, რომლებიც არიან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლების მქონე სახელმწიფოები, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ გარდა საკუთარ პროცედურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა, ყველა ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა მხოლოდ მაშინ, თუ შემდგომში წარმოდგენილი პირობები შესრულდება. საერთაშორისო ბიურომ უნდა აცნობოს ამ გადაწყვეტილებების შესახებ ასამბლეის წევრებს, რომლებიც არიან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლების მქონე სახელმწიფოები, მაგრამ არ ესწრებოდნენ და უნდა შესთავაზოს მათ გამოხატონ ხმის მიცემა ან თავის შეკავება წერილობით, შეტყობინების მიღების თარიღიდან სამთვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის ამოწურვისას ასეთი წევრების რიცხვი, რომლებმაც ამგვარად გამოხატეს ხმის მიცემა ან თავის შეკავება, აღწევს წევრების რიცხვს, რომელიც აკლდა სესიის კვორუმის მისაღწევად, ასეთი გადაწყვეტილებები ძალაში შედის იმის გათვალისწინებით, რომ ყოველივე აღნიშნულთან ერთად საჭირო უმრავლესობა ამ მომენტისათვის მიღწეულია.
(4) [გადაწყვეტილებების მიღება ასამბლეაზე] (ა) ასამბლეა ყოველ ღონეს იხმარს, რათა გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს კონსენსუსით.
(ბ) თუ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია კონსენსუსით, სადავო საკითხი კენჭისყრით გადაწყდება. ასეთ შემთხვევაში,(Ι) თითოეულ მონაწილე მხარეს, რომელიც არის სახელმწიფო, აქვს ერთი ხმა და ხმას აძლევს მხოლოდ თავის სახელით, და
(ΙΙ) ნებისმიერ მონაწილე მხარეს, რომელიც არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, შეუძლია ხმა მისცეს თავისი წევრი სახელმწიფოების მაგივრად, ხმების რაოდენობით, რომელიც ტოლია მისი წევრი ამ აქტის მხარე სახელმწიფოების რიცხვის, ამასთან, არცერთი ასეთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, თუ რომელიმე მისი წევრი სახელმწიფო გამოიყენებს თავის ხმის მიცემის უფლებას და პირიქით.
(გ) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მხოლოდ 1967 წლის შემვსები აქტის მე-2 მუხლით შებოჭილ სახელმწიფოებს, მონაწილე მხარეებს, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული მუხლი, არა აქვთ ხმის მიცემის უფლება, ხოლო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მხოლოდ მონაწილე მხარეებს, მხოლოდ ამ უკანასკნელთ აქვთ ხმის მიცემის უფლება.
(5) [უმრავლესობა] (ა) 24(2) და 26(2) მუხლებიდან გამომდინარე, ასამბლეის გადაწყვეტილებები საჭიროებს მიცემული ხმების ორ მესამედს.
(ბ) თავის შეკავება არ განიხილება ხმის მიცემად.
(6) [სესიები] (ა) ასამბლეა იკრიბება რიგით სესიაზე ერთხელ ყოველ მეორე კალენდარულ წელს გენერალური დირექტორის მოწვევით და თუ არ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, იმავე ადგილზე, როგორც და სადაც იკრიბება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.
(ბ) ასამბლეა იკრიბება საგანგებო სესიაზე გენერალური დირექტორის მოწვევით, ან ასამბლეის წევრების ერთი მეოთხედის მოთხოვნით, ან გენერალური დირექტორის ინიციატივით.
(გ) თითოეული სესიის დღის წესრიგს ამზადებს გენერალური დირექტორი.
(7) [პროცედურის წესები] ასამბლეა იღებს პროცედურის საკუთარ წესებ