(1)  (a) 57(8) მუხლის თანახმად ასამბლეა უნდა შედგებოდეს მხარე სახელმწიფოებისაგან.

(b) თითოეული მხარე სახელმწიფოს მთავრობა უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება დაეხმარონ სხვა დელეგატები, მრჩევლები და სპეციალისტები.

(2)(a) ასამბლეა:

(i) განიხილავს კავშირის შენარჩუნება-განვითარებასა და ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს;

(ii) ასრულებს ამოცანებს, რომლებიც კონკრეტულადაა მასზე დაკისრებული ამ ხელშეკრულების სხვა დებულებების თანახმად;

(iii) საერთაშორისო ბიუროს აძლევს მითითებებს გადასინჯვის კონფერენციების* მომზადების თაობაზე;

(iv) განიხილავს და ამტკიცებს კავშირის თაობაზე გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და საქმიანობას და აძლევს მას ყველა აუცილებელ მითითებას კავშირის კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;

(v) განიხილავს და ამტკიცებს მე-9 პუნქტის თანახმად დაფუძნებული აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიშებსა და საქმიანობას, და აძლევს მას მითითებებს;

(vi) ადგენს პროგრამას, იღებს კავშირის სამწლიან ბიუჯეტს* და ამტკიცებს საბოლოო ანგარიშს;

(vii) იღებს კავშირის საფინანსო წესდებას;

(viii) ნიშნავს ისეთ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს კავშირის მიზნებისათვის.

(ix) განსაზღვრავს სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან მხარე სახელმწიფოები, და მე-8 პუნქტის პირობების გათვალისწინებით, სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შეიძლება დაიშვებოდნენ დამკვირვებლად მის სხდომებზე;

(x) ახორციელებს ნებისმიერ შესაბამის ქმედებას, რომლებიც მიმართულია კავშირის მიზნების განსახორციელებლად და ასრულებს სხვა ისეთ ფუნქციებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებას შეესაბამება.

(b) ასამბლეამ ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებითაც დაინტერესებულნი არიან სხვა კავშირებიც, რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს ორგანიზაცია.

(3) დელეგატი წარმოადგენს მხოლოდ ერთ სახელმწიფოს და ხმას აძლევს მისი სახელით.

(4) ყოველ მხარე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთი ხმა.

(5) (a) მხარე სახელმწიფოების ნახევარი შეადგენს კვორუმს.

(b) თუ კვორუმი არ შედგა, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, მის საკუთარ პროცედურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გარდა, მაგრამ ყველა ასეთი გადაწყვეტილება ძალაში უნდა შევიდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც კვორუმი და აუცილებელი უმრავლესობა მიიღწევა მიმოწერის საშუალებით ხმისმიცემით, როგორც ეს ინსტრუქციითაა გათვალისწინებული.

* მთარგმნელის შენიშვნა: იგულისხმება კონფერენცია, რომელზეც გადაისინჯება ხელშეკრულება.

* რედაქტორის შენიშვნა: 1980 წლიდან კავშირის პროგრამა და ბიუჯეტი ორწლიანია.

(6) (a) მუხლების 47(2)(b), 58(2)(b), 58(3) და 61(2)(b) პირობების გათვალისწინებით, ასამბლეის გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მიცემული ხმების ორი მესამედი.

(b) თავის შეკავება ხმის მიცემად არ ითვლება.

(7) იმ საკითხებში, რომლებიც II თავის დებულებებთან დაკავშირებული სახელმწიფოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს, მხარე სახელმწიფოებზე ნებისმიერი მითითება (4), (5) და (6) პუნქტებში მიიჩნევა მხოლოდ II თავთან დაკავშირებულ სახელმწიფოებთან მისადაგებულად.

(8) ნებისმიერი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, განსაზღვრული საერთაშორისო ძიების ან წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოდ, ასამბლეის სხდომაზე დამკვირვებლად დაიშვება.

(9) როცა მხარე სახელმწიფოების რაოდენობა აჭარბებს 40-ს, ასამბლეამ უნდა დააფუძნოს აღმასრულებელი კომიტეტი. ამ ხელშეკრულებასა და ინსტრუქციაში აღმასრულებელ კომიტეტზე ნებისმიერი მითითება გაიგება, როგორც მითითება ამ კომიტეტზე, მისი დაფუძნების შემთხვევაში.

(10) აღმასრულებელი კომიტეტის დაფუძნებამდე ასამბლეა ამტკიცებს, პროგრამისა და სამწლიანი ბიუჯეტის ფარგლებში, გენერალური დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ პროგრამებსა და ბიუჯეტებს.

(11)(a) ასამბლეა იკრიბება რიგით სესიაზე ყოველ მეორე კალენდარულ წელს, გენერალური დირექტორის მოწვევით და, გარდა განსაკუთრებული გარემოებისა, იმავე დროსა და იმავე ადგილას, სადაც ტარდება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.

(b) ასამბლეა საგანგებო სესიაზე იკრიბება გენერალური დირექტორის მოწვევით, აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით, ან მხარე სახელმწიფოების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

(12) ასამბლეა ამტკიცებს საკუთარ პროცედურულ წესებ