(1) კავშირთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ამოცანებს ასრულებს საერთაშორისო ბიურო.
(2) საერთაშორისო ბიურო ითვალისწინებს სხვადასხვა ორგანოების სამდივნოს.
(3) გენერალური დირექტორი კავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელია
და წარმოადგენს კავშირს.
(4) საერთაშორისო ბიურო გამოსცემს ბიულეტენს (ჟურნალს) და ინსტრუქციით გათვალისწინებულ ან ასამბლეის მიერ მოთხოვნილ სხვა სახის გამოცემებს.
(5) ინსტრუქციით უნდა იყოს მითითებული მომსახურების ის სახეები, რომლებიც უნდა განახორციელონ ეროვნულმა უწყებებმა, რათა დაეხმარონ საერთაშორისო ბიუროს, საერთაშორისო ძიებისა და წინასწარი ექსპერტიზის უფლებამოსილ ორგანოებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში.
(6) გენერალური დირექტორი და მის მიერ დასახელებული ნებისმიერი თანამშრომელი ხმის უფლების გარეშე მონაწილეობს ასამბლეის, აღმასრულებელი კომიტეტის და ამ ხელშეკრულების ან ინსტრუქციის მიხედვით შექმნილი სამუშაო ორგანოების სხვა კომიტეტების ყველა სხდომაზე. გენერალური დირექტორი ან მის მიერ დასახელებული თანამშრომელი იქნება ამ ორგანოების ex officio* მდივანი.
(7) (a) საერთაშორისო ბიურო ასამბლეის მითითების თანახმად და აღმასრულებელ კომიტეტთან თანამშრომლობით ამზადებს სარევიზიო კონფერენციებს.
(b) სარევიზიო კონფერენციის საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ბიუროს შეუძლია აწარმოოს კონსულტაციები სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
(c) გენერალური დირექტორი და მის მიერ დასახელებული პირები ხმის მიცემის უფლების გარეშე მონაწილეობენ სარევიზიო კონფერენციების განხილვებში.
(8) საერთაშორისო ბიურო ასრულებს მასზე დაკისრებულ ნებისმიერ სხვა ამოცანა