(1) საერთაშორისო ბიუროს შეუძლია გაწიოს მომსახურება ტექნიკური და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომია გამოქვეყნებული დოკუმენტების, ძირითადად, პატენტებისა და გამოქვეყნებული განაცხადების საფუძველზე (ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც “საინფორმაციო მომსახურება”).
(2) საერთაშორისო ბიუროს შეუძლია ამ საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა უშუალოდ, ან ერთი ან მეტი საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ორგანოთი, ან სხვა ეროვნული თუ საერთაშორისო სპეციალიზებული ორგანიზაციით, რომლებთანაც საერთაშორისო ბიუროს შეუძლია ხელშეკრულების დადება.
(3) საინფორმაციო მომსახურება უნდა წარმოებდეს ისე, რომ მხარე სახელმწიფოებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, გაუადვილდეს ტექნიკური ცოდნისა და ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელმისაწვდომი და გაცხადებული ნოუ-ჰაუს შეძენა.
(4) საინფორმაციო მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი მხარე სახელმწიფოთა მთავრობებისა და მათი მოქალაქეებისა თუ მცხოვრები პირებისათვის. ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ასეთი მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს სხვა პირებისთვისაც.
(5) (a) მხარე სახელმწიფოთა მთავრობებს ნებისმიერი მომსახურება გაეწევა ღირებულების მიხედვით; გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მხარე სახელმწიფო განვითარებად ქვეყანას წარმოადგენს, მის მთავრობას, მომსახურება გაეწევა ღირებულებაზე დაბალი ფასით, თუკი სხვაობა შეიძლება დაიფაროს მხარე სახელმწიფოების მთავრობების გარდა სხვა პირებისათვის გაწეული მომსახურების ან 51(4) მუხლში მოყვანილი წყაროებიდან მიღებული მოგების ხარჯზე.
(b) (a) ქვეპუნქტში დასახელებული ღირებულება უნდა იყოს გაგებული, როგორც იმ ღირებულებაზე მეტი, ვიდრე საჭიროა ჩვეულებრივ შემთხვევაში ეროვნული უწყების მიერ მომსახურების გაწევის ან საერთაშორისო ძიების უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოვალეობების შესრულებისათვის.
(6) ამ მუხლის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ასამბლეისა და იმ მუშა ჯგუფების გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება შექმნას ასამბლეამ ამ მიზნით, ასამბლეის მიერ დადგენილ ჩარჩოებში.
(7) ასამბლეა, როდესაც ჩათვლის საჭიროდ, (5) პუნქტში გათვალისწინებულის გარდა სთავაზობს დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის მეთოდებ