1. ევროპული საპატენტო განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ, განმცხადებელს, რომელსაც სურს პირობითი უფლებების წარმოშობა საქართველოში, საქპატენტში უნდა წარადგინოს ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების დასახელებისა და გამოგონების ფორმულის თარგმანი ქართულ ენაზე, რომლის სისწორეზე პასუხს აგებს პატენტრწმუნებული და გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური. მასალებს თან უნდა დაერთოს საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმა. გამოქვეყნება მოხდება უახლოეს ბიულეტენში.

2. ევროპული პატენტის მიღების მსურველ განმცხადებელს ნებისმიერ დროს შეუძლია წარმოადგინოს ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების დასახელებისა და გამოგონების ფორმულის შესწორებული თარგმანი პატენტრწმუნებულის მეშვეობით და მისი გამოქვეყნებისთვის გადაიხადოს დადგენილი საფასური. მასალებს თან უნდა დაერთოს საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმა.

3. საქართველოს პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დასტურდება განმცხადებლის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქართული თარგმანის საქპატენტში წარმოდგენასთან ერთად.

თავი XI

ევროპული პატენტის აღწერილობის თარგმა