1. ფარმაცევტულ პროდუქტზე ან მცენარეთა დაცვის საშუალებაზე დაცვის დამატებითი მოწმობა გაიცემა, თუ წარმოდგენილია დაცვის დამატებითი მოწმობის მიღების შესახებ განცხადება და განცხადების წარდგენის თარიღისთვის შესრულებულია შემდეგი მოთხოვნები:
ა) პროდუქტი/საშუალება დაცულია პატენტით საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, პროდუქტი/საშუალება უშუალოდ არის გახსნილი პატენტში;
ბ) გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა (სარეგისტრაციო მოწმობა ან სხვა დოკუმენტი) პროდუქტის/საშუალების საქართველოს ბაზარზე დასაშვებად;
გ) პროდუქტზე/საშუალებაზე არ გაცემულა დაცვის დამატებითი მოწმობა;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული პროდუქტის/საშუალების ბაზარზე დასაშვებობის უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, გაცემულია პირველი თანხმობა.
2. ისეთ პროდუქტზე/საშუალებაზე, რომელიც დაცულია ერთი და იმავე მფლობელის ერთზე მეტი პატენტით, გაიცემა მხოლოდ ერთი დაცვის დამატებითი მოწმობა.
3. თუ ერთსა და იმავე პროდუქტზე/საშუალებაზე დაცვის დამატებითი მოწმობის მოთხოვნა წარმოდგენილია ორი ან მეტი პირის მიერ, რომლებიც არიან ორი ან მეტი პატენტის მფლობელები, რომლებითაც დაცულია აღნიშნული პროდუქტი/საშუალება, თითოეულ მფლობელს შეუძლია მიიღოს მხოლოდ ერთი დაცვის დამატებითი მოწმობ