1. სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას, კანონის 685 მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის წარდგენასთან ერთად, სასარგებლო მოდელის მფლობელს ევალება დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების, მათ შორის, საგამომგონებლო დონის შეფასების შესახებ საქპატენტის მიერ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაცემული დადებითი დასკვნის წარდგენა.
2. რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელი სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის შეფასების მოთხოვნით მიმართავს საქპატენტს. რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელმა მიმართვიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის, მათ შორის, საგამომგონებლო დონის შეფასების დადგენილი საფასური. საქპატენტი აფასებს სასარგებლო მოდელის პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს, მათ შორის, საგამომგონებლო დონეს საფასურის გადახდიდან 2 თვის ვადაში. საქპატენტი ამ მიზნით ატარებს ძიებას და გასცემს ექსპერტიზის დასკვნას სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ძიების ანგარიშთან ერთად ეგზავნება რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მფლობელს.
3. თუ შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის რომელიმე კრიტერიუმს, საქპატენტი ბათილად ცნობს რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელს.
კარი III
საერთაშორისო განაცხადის განხილვა მიმღები უწყების როლში
საერთაშორისო განაცხადის განხილვა მიმღები უწყების როლ