1. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს სტრუქტურირებული და რეალურ პირობებთან მიახლოებული საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული სწავლების რეგულარული განხორციელება და ასევე საგანგებო სიტუაციის მოდელირება. არსებული რისკის საფუძველზე, აღნიშნული მოიცავს დაცვის პრაქტიკული სავარჯიშოების განხორციელებას რეგულარული ინტერვალებით, ასევე გეგმების შემოწმებას, პერსონალის მომზადებას და ნებისმიერი პრაქტიკული სავარჯიშოდან თუ აღმოჩენილი ხარვეზიდან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებას.

2. პრაქტიკული სავარჯიშოები და მოდელირებები უნდა განხორციელდეს არსებული გეგმების ეფექტიანობის დასამტკიცებლად და სწავლებიდან მიღებული გამოცდილების გამოსაყენებლად.

3. აუცილებელია პრაქტიკული სავარჯიშოების წინასწარი დაგეგმვა და სრული ძალისხმევის გაწევა მათი იმ რეალურ მოვლენებთან მაქსიმალურად მისაახლოვებლად, რომელთა მოდელირებისთვისაც ისინი შეიქმნა. ამასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული მოქმედებები განხორციელდეს კონტროლირებად პირობებში და თავად არ გახდეს რისკის წყარო. სავარჯიშოების შედეგები დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს, მოხდეს მიღებული ცოდნის შემდგომი განხილვა და შესაბამის პერსონალს უნდა მიეწოდოს მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს შეფასების შედეგები.

4. სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება და ხანძრის დროს დაწესებულების თანამშრომლების მოქმედებების გავარჯიშება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XII

ბიოდაცვის საკითხე