1. ინსპექტირება გულისხმობს სამუშაოს გარკვეული ნაწილის ხშირ შემოწმებას, რომელიც ხორციელდება შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად (მაგ., სადეზინფექციო საშუალებების მოცულობა/კონცენტრაცია და ჰაერის ცირკულაციის (გაცვლის) ინტენსივობა/მიმართული ჰაერის ნაკადის შენარჩუნება) ან ლაბორატორიის, ნაგებობის თუ სხვა სახის საქმიანობის შედარებით ნაკლებად ინტენსიურ და/ან იშვიათ შემოწმებას.

2. ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც შიდა, ასევე გარედან მოწვეული სპეციალისტის მიერ, სულ ცოტა,  წელიწადში ერთხელ. ინსპექტირება შესაძლებელია განახორციელოს ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა/ბიოუსაფრთხოების სპეციალისტმა ან დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დანიშნულმა/უფლებამოსილმა პირმა.

3. ბიოუსაფრთხოების აუდიტი  მოიცავს დაწესებულებაში ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  სამუშაოების, არსებული პროცედურების  შემოწმებას და შესაბამისობის დადგენას არსებულ მოთხოვნებთან,  შეფასებას და შესაბამისი დასკვნის გაცემას. აუდიტორული შემოწმება უნდა განხორციელდეს კომპეტენტური პირების მიერ. აუცილებელია საინსპექციო/აუდიტორული შემოწმების, ასევე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გატარებული ზომების ან გაუმჯობესების შესაძლებლობების ამსახველი ანგარიშების წარმოება. აუდიტი, რომელიც უფრო ფართოა, ვიდრე ინსპექტირება და აფასებს დაწესებულების მთელ ბიოუსაფრთხოების პროგრამას, უნდა განხორციელდეს, სულ ცოტა,  3  წელიწადში ერთხელ.

4. დაწესებულების ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შესამოწმებელი სამუშაოსათვის, უნდა უზრუნველყონ ღონისძიებების დროული გატარება გამოვლენილი ხარვეზებისა და მათი შედეგების აღმოფხვრის მიზნით. შემდგომი ღონისძიებები ასევე მოიცავს გატარებული ზომების კონტროლსა და  შედეგების ანგარიშ