1. იმ თანამშრომლებს, რომლებიც იყენებენ ცხოველებს ექსპერიმენტული და სადიაგნოსტიკო მიზნებისათვის, აკისრიათ მორალური ვალდებულება, გააკეთონ ყველაფერი, რათა არ მიაყენონ ცხოველებს ზედმეტი ტკივილი და ტანჯვა. ცხოველები უნდა მოათავსონ კომფორტულ, ჰიგიენურ სათავსებში და სათანადოდ უზრუნველყონ საკვებითა და წყლით. ექსპერიმენტის შემდეგ მათ უნდა მოეპყრონ ჰუმანურად.
2. უსაფრთხოების მიზნით, ცხოველების განსათავსებელი ნაგებობა უნდა იყოს იზოლირებული. თუ ის ესაზღვრება ლაბორატორიას, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს იზოლირება პერსონალის სამუშაო ადგილისგან, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს დეკონტამინაციის და დეზინფექციის საჭიროება.
3. ცხოველებზე მომუშავე ლაბორატორიის ისევე, როგორც სხვა ლაბორატორიების ბიოუსაფრთხოების კონკრეტული დონისადმი მიკუთვნება დაფუძნებულია რისკის შეფასებაზე და საკვლევი მიკროორგანიზმების რისკ-ჯგუფებზე. გამოიყენება ცხოველთა ლაბორატორიების ბიოუსაფრთხოების პირველი, მე-2 და მე-3 დონეები. ცხოველთა ლაბორატორიაში გამოყენებული აგენტების გათვალისწინებით მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები:
ა) ინფექციის გადაცემის ჩვეულებრივი გზა;
ბ) გამოყენებული მასალის მოცულობა და კონცენტრაცია;
გ) პათოგენური აგენტის ცხოველში შეყვანის გზა;
დ) პათოგენური აგენტის ორგანიზმიდან გამოყოფის გზა.
4. საცდელ ცხოველთან მიმართებაში ითვალისწინებენ შემდეგ ფაქტორებს:
ა) ცხოველის ბუნებას, მაგალითად, აგრესიულობას, კბენის ან დაკაწვრის ალბათობას;
ბ) მათ ბუნებრივ ექტო და ენდოპარაზიტებს;
გ) ზოონოზურ დაავადებებს, რომელთა მიმართაც ცხოველები მგრძნობიარენი არიან;
დ) ალერგენების სავარაუდო გავრცელებას.
5. როგორც სხვა ლაბორატორიების შემთხვევაში, ბიოუსაფრთხოების დონის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნები შენობის პროექტის, აღჭურვილობისა და დამცავი ზომების მიმართ. ყოველი შემდგომი დონისათვის ქვედა დონისათვის არსებულ მოთხოვნებს ემატება ახალი მოთხოვნებ