1. ბიოუსაფრთხოების დონე 2 გამოიყენება იმ ცხოველებთან სამუშაოდ, რომელთა ორგანიზმშიც შეყვანილია მე-2 რისკ-ჯგუფის ორგანიზმები.
ამგვარი სამუშაოების განხორციელებისას დაცულ უნდა იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხოების ყველა ზომა:
ა) შესრულდეს ცხოველთა ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების პირველი დონისათვის გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა;
ბ) კარსა და სხვა სათანადო ადგილზე გაიკრას ბიოსაფრთხის ნიშნები;
გ) შენობის დიზაინი იძლეოდეს ადვილად მოვლისა და დასუფთავების საშუალებას;
დ) კარი იღებოდეს შიგნით და აღჭურვილი იყოს ავტომატური დახურვის მოწყობილობით;
ე) გათბობა, ვენტილაცია და განათება იყოს სათანადო დონეზე;
ვ) თუ გამოიყენება მექანიკური ვენტილაცია, ჰაერის ნაკადი მიმართული იყოს ოთახის შიგნით. გამომავალი ჰაერი შენობის გარეთ იფანტებოდეს და არ ხდებოდეს მისი რეცირკულაცია შენობაში;
ზ) შესვლა შეეძლოთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს;
თ) შენობაში სხვა ცხოველის შეყვანა არ შეიძლება, გარდა საცდელი ცხოველებისა;
ი) არსებობდეს ფეხსახსრიანებისა და მღრღნელებისგან დაცვის პროგრამა;
კ) თუ ოთახს აქვს ფანჯრები, ფანჯრები უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და მტვრევისგან დაცული. თუ ფანჯარა იღება, მას უნდა ჰქონდეს ფეხსახსრიანებისგან დამცავი ბადე;
ლ) გამოყენების შემდეგ სამუშაო ზედაპირს ჩაუტარდეს დეკონტამინაცია ეფექტიანი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
მ) იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია აეროზოლის წარმოქმნასთან, გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებელი ჰაერის მიწოდების სისტემით და HEPA ფილტრით აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების კაბინები (I ან II კლასის);
ნ) ცხოველთა ლაბორატორიაში ან მის სიახლოვეს იყოს ავტოკლავი;
ო) ცხოველთა დასაფენი მასალების აღება ისე უნდა ხდებოდეს, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი აეროზოლის ან მტვრის გაფანტვა;
პ) განადგურებამდე მოხდეს ყველა ნარჩენისა და დასაფენი მასალის დეკონტამინაცია;
ჟ) შეძლებისდაგვარად, თავიდან იქნეს აცილებული ბასრი საგნების გამოყენება. ბასრი საგნები ყოველთვის მოთავსდეს ჩხვლეტისადმი გამძლე მჭიდროთავსახურიან მყარ კონტეინერში. მას მოეპყრონ ისე, როგორც ინფექციურ მასალას;
რ) ავტოკლავირებისთვის ან ინსინერაციისთვის განკუთვნილი მასალა გადატანილ იქნეს, უსაფრთხოების ზომების დაცვით, თავდახურული კონტეინერით;
ს) გამოყენების შემდეგ განხორციელდეს ცხოველთა გალიების დეკონტამინაცია;
ტ) ცხოველის ლეში განადგურდეს ინსინერატორში;
უ) პერსონალმა დამცავი ტანსაცმელი და აღჭურვილობა ატაროს მხოლოდ შენობაში;
ფ) მოეწყოს ხელსაბანი პუნქტები. ცხოველთა განთავსების ადგილის დატოვებამდე პერსონალმა დაიბანოს ხელები;
ქ) უმნიშვნელო დაზიანების შემთხვევაშიც კი, ჩატარდეს სათანადო მკურნალობა, გაკეთდეს მოხსენება და შემთხვევა დარეგისტრირდეს;
ღ) ლაბორატორიაში აკრძალულია საკვების და სასმლის შეტანა, მიღება, მოწევა ან კოსმეტიკის გამოყენება;
ყ) ყველა თანამშრომელს ჩაუტარდეს სათანადო სწავლებ