მოთხოვნები, რომლებიც საჭიროა ლაბორატორიის აღჭურვილობის, მათ შორის, ბიოუსაფრთხოების კაბინის არჩევისთვის იგივეა, რაც ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის ლაბორატორიისათვის. თუმცა,  ბიოუსაფრთხოების მე-3 დონეზე პოტენციურად ინფექციურ ყველა მასალაზე მანიპულაციები უნდა ჩატარდეს ბიოუსაფრთხოების კაბინაში ან სხვა პირველადი კონტეინმენტის მოწყობილობაში. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი აღჭურვილობა, მაგალითად ცენტრიფუგა, საჭიროებს კონტეინმენტის დამატებით აღჭურვილობას, როგორიცაა დამცავი გარსაცმი ან კონტეინმენტ როტორები. ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ცენტრიფუგა და სხვა აღჭურვილობა, როგორიცაა  უჯრედების (ინფიცირებული) დამახარისხებელი ინსტრუმენტები, შეიძლება საჭიროებდეს დამატებით ადგილობრივ  გამწოვ ვენტილაციას HEPA ფილტრაციი