1. ბუდ-3 ლაბორატორიაში, რომელიც მუშაობს განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე, დანერგილი უნდა იყოს პერსონალის სანდოობის პოლიტიკა. პერსონალის დაწესებულებაში და სამუშაო ადგილზე დაშვება უნდა კონტროლდებოდეს ამ პოლიტიკის მეშვეობით.
2. პერსონალის სანდოობის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა უნდა წარმოადგენდეს რისკის შეფასების პროცესის ნაწილს. ზოგიერთ შემთხვევაში, თანამშრომლის აყვანის დროს შეიძლება საკმარისი იყოს მხოლოდ პიროვნების ზედაპირული შემოწმება მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პიროვნების უფრო საფუძვლიანი შესწავლა.
3. დაწესებულებამ უნდა დააწესოს კონტროლი, რომ ბუდ-3 ლაბორატორიაში არ იქნენ დაშვებულნი ნასამართლობის მქონე ან ტერორიზმში ბრალდებული პირები.
ცხოველებზე მომუშავე ლაბორატორიე