1. ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე გამოიყენება იმ ცხოველებთან სამუშაოდ, რომელთა ორგანიზმშიც შეყვანილია მე-3 რისკ-ჯგუფის ორგანიზმები ან, როდესაც ბიოუსაფრთხოების აღნიშნული დონე მოითხოვება რისკის შეფასების საფუძველზე. აუცილებელია ყველა სისტემის, პრაქტიკის, პროცედურის ყოველწლიური გადასინჯვა და ხელახალი სერტიფიცირება.

2. სამუშაოების განხორციელებისას დაცულ უნდა იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხოების ყველა ზომა:

ა) შესრულდეს ყველა მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებულია ცხოველთა ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების პირველი და მე-2  დონეებისათვის;

ბ) შესვლა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს;

გ) ლაბორატორია განცალკევებული იყოს სხვა ლაბორატორიისგან ან ცხოველთა განთავსების ადგილიდან ორკარიანი შესასვლელი ოთახით;

დ) შესასვლელ ოთახში იყოს ხელსაბანი მოწყობილობა და საშხაპეები;

ე) იყოს მექანიკური ვენტილაცია, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტი ჰაერის ნაკადის დინებას ყველა ოთახში. ატმოსფეროში გაფანტვამდე გამომავალი ჰაერი უნდა იფილტრებოდეს HEPA ფილტრით, რეცირკულაციის გარეშე. სისტემა ისე იყოს მოწყობილი, რომ გამოირიცხოს ჰაერის უკან დაბრუნება ან დადებითი წნევის შექმნა ლაბორატორიის ნებისმიერ ნაწილში;

ვ) ავტოკლავი განთავსებული  იყოს მოსახერხებელ ადგილზე,  სადაც ბიოლოგიური საფრთხის შეკავება უზრუნველყოფილია. ნარჩენების სხვა ადგილას გადატანამდე მოხდეს მათი ავტოკლავირება;

ზ) ობიექტზე იყოს ინსინერატორი ან შემუშავებული იყოს სხვა ალტერნატიული ზომები, უფლებამოსილი ორგანოების  მითითებების გათვალისწინებით;

თ) მე-3 რისკ-ჯგუფის მიკროორგანიზმებით ინფიცირებული ცხოველები  მოთავსდნენ იზოლატორის ან ოთახის გალიებში, სადაც ვენტილაციის გამწოვი მილი გალიების უკან იქნება განთავსებული;

ი) ცხოველთა დასაფენი მასალა არ უნდა იყოს მტვრიანი;

კ) გარეცხვამდე მოხდეს დამცავი ტანსაცმლის დეკონტამინაცია;

ლ) ფანჯრები იყოს ჰერმეტულად დახურვადი, მინები -  არამსხვრევადი;

მ) საჭიროების შემთხვევაში, შეთავაზებულ იქნეს პერსონალის იმუნიზაცი