1. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ახალი ლაბორატორიის ექსპლუატაციაში გაშვებისა და არსებული საქმიანობის შეჩერების ოფიციალური პროცედურების არსებობა.

2. ექსპლუატაციაში გაშვება ადასტურებს, რომ ლაბორატორია აშენებულია და ფუნქციონირებს არსებული წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად. ექსპლუტაციაში გაშვების პროცესის დაწყება უნდა მოხდეს პროექტირების ფაზის პირველ ეტაპზე. ექსპლუატაციაში გაშვების გეგმა დეტალურად უნდა შემუშავდეს და გარკვევით განსაზღვრავდეს ყველა ეტაპს, მათ შორის, თითოეული ეტაპის მიღების პირობებს, რაც განიხილება შემდეგ საფეხურზე გადასვლის წინაპირობად. ექსპლუატაციაში გაშვების გეგმა უნდა განსაზღვრავდეს ყველა ეტაპს, რომელიც საჭიროა ლაბორატორიის ფუნქციონირების დასაწყებად ან ფუნქციონირების დროებითი შეჩერების შემდეგ ექსპლუატაციის აღსადგენად. ქვემოთ მოცემულია ლაბორატორიული სისტემები და კომპონენტები, რომელთა ფუნქციონირების შემოწმება უნდა შედიოდეს ექსპლუატაციაში გაშვების გეგმაში. ამ სიის შემადგენლობა დამოკიდებულია გარემონტებული ან ახლად აშენებული ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების დონეზე:

ა) შენობის ავტომატიზებული სისტემები, მონიტორინგის და კონტროლის დისტანციურად მართვის ობიექტებთან კავშირის ჩათვლით;

ბ) ზედამხედველობის და სადეტექციო ელექტრონული სისტემები;

გ) უსაფრთხოების ელექტრონული საკეტები და სენსორული სისტემები;

დ) გათბობის, ვენტილაციის (შემავალი და გამომავალი ჰაერის) და კონდიცირების (HVAC) სისტემები;

ე) ჰაერის ნაწილაკების მაღალეფექტიანი ფილტრაციის (HEPA) სისტემები;

ვ) HEPA დეკონტამინაციის სისტემები;

ზ) HVAC და გამავალი ჰაერის კონტროლის და ურთიერთჩამკეტი სისტემები;

თ) ლაბორატორიის სამაცივრე სისტემები;

ი) საქვაბეები და ორთქლის სისტემები;

კ) სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის სისტემები;

ლ) საყოფაცხოვრები წყლის სისტემაში უკუდენის თავიდან აცილების სისტემები;

მ) წყლის დამუშავების სისტემები (მაგ., რევერსული ოსმოსი, წყლის დისტილაცია);

ნ) ჩამდინარე წყლების დამუშავებისა და ნეიტრალიზაციის სისტემები;

ო) დრენაჟის პირველადი სანიტარიულ-ტექნიკური სისტემები;

პ) ქიმიური დეკონტამინაციის სისტემები;

ჟ) დანადგარებისა და ინსტრუმენტების აიროვანი სისტემები;

რ) კასკადური წნევის დიფერენციალის კონტროლი ლაბორატორიებსა  და დამხმარე ნაგებობებში;

ს) ადგილობრივი ქსელის (LAN) და კომპიუტერულ მონაცემთა სისტემები;

ტ) სტანდარტული ელექტრომომარაგების სისტემები;

უ) ავარიული ელექტრომომარაგების სისტემები;

ფ) ავარიული განათების სისტემები;

ქ) განათების მოწყობილობების ღიობების ჰერმეტიზაცია;

ღ) ელექტრული და მექანიკური ღიობების ჰერმეტიზაცია;

ყ) სატელეფონო სისტემები;

შ) საჰაერო შლუზის კარების ურთიერთჩამკეტი სისტემები;

ჩ) კარის ჰერმეტულად დახურვის მოწყობილობები;

ც) ფანჯრების და სათვალთვალოების ჰერმეტიზაცია;

ძ) გამჭოლი ბარიერული გასასვლელების ჰერმეტიზაცია;

წ) სტრუქტურული მთლიანობის საიმედოობის შემოწმება -  ბეტონის იატაკი, კედლები და ჭერი;

ჭ) ბარიერული საფარების შემოწმება -  იატაკი, კედლები და ჭერი;

ხ) ბიოუსაფრთხოების კაბინები;

ჯ) ავტოკლავები;

ჰ) წყლის აღმოჩენის სისტემები (მაგ., დაცული ზონის დატბორვის შემთხვევაში);

ჰ1) დეკონტამინაციის საშხაპეები და ქიმიური დანამატების სისტემები;

ჰ2) გალიების რეცხვის და ნეიტრალიზაციის სისტემები;

ჰ3) ნარჩენების განკარგვ