1. დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს და გამოიყენოს დოკუმენტურად გაფორმებული პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ბიოლოგიურ აგენტებთან დაკავშირებული ინციდენტისა და უბედური შემთხვევის შედეგების გამოვლენასა და ანალიზს, აგრეთვე მომხდარიდან შესაბამისი გამოცდილების მიღებას და რეკომენდაციების შემუშავებას.

2. საჭიროა შემუშავდეს პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს უბედური შემთხვევისა თუ ინციდენტის ბუნების განსაზღვრასა და აღნიშნულის შესახებ ყველა თანამშრომლისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

3. უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა, სულ ცოტა, უნდა მოიცავდეს:

ა) ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების ანგარიშგების სისტემის მართვისათვის პასუხისმგებელი პირის განსაზღვრას;

ბ) ინციდენტისა და უბედური შემთხვევების არსის განსაზღვრას, დოკუმენტირებასა და ანგარიშგებას;

გ) მოკვლევის სისტემის უზრუნველყოფისთვის საჭირო დოკუმენტაციის განსაზღვრას;

დ) შესამუშავებელი ანგარიშების, მათი მომზადების სიხშირისა და მიწოდების საკითხების განსაზღვრას;

ე) ტენდენციების ანალიზს;

ვ) ძირეული მიზეზების გამოვლენას, მოკვლევის მეთოდებში მომზადებული პერსონალის მეშვეობით;

ზ) რეგულარული ინტერვალით უკუკავშირის და ღონისძიებათა კონტროლის მექანიზმის უზრუნველყოფას იმისათვის, რომ მიღებული გამოცდილებით შესაძლებელი გახდეს მსგავსი შემთხვევების გამორიცხვა ან მათი პოტენციური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;

თ) იმ შემთხვევების განსაზღვრას, რომლებიც შეიძლება აუცილებელი ან საჭირო გახდეს დაცვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ საკუთარი მოქმედებების სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობისათვი