1. ყველა ის საავიაციო შემთხვევა ან სერიოზული ინციდენტი, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოს ტერიტორიაზე ექვემდებარება მოკვლევას მოკვლევის ბიუროს მიერ.
2. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი, მონაწილეობს საავიაციო შემთხვევასა თუ ინციდენტში და შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა, თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიას მიეკუთვნება შემთხვევის ადგილი, უსაფრთხოების მოკვლევას აწარმოებს მოკვლევის ბიურო, როგორც საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ქვეყანა.
3. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული მოკვლევების ხანგრძლივობა და მათი ჩატარების პროცედურა მასშტაბიდან გამომდინარე და გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს მოკვლევის ბიუროს უფროსის მიერ, მათ შორის იმ საჰაერო ხომალდებთან დაკავშირებით, რომელთა მაქსიმალური ასაფრენი მასა ნაკლებია ან ტოლია 2 250 კგ-ის.
4. მოკვლევის ბიურო უფლებამოსილია მოკვლევის სფეროში გამოცდილების ამაღლების მიზნით გადაწყვიტოს იმ ინციდენტების მოკვლევა, რომლებიც არ არის მითითებული ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში.
5. იმ შემთხვევაში თუ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინციდენტის მოკვლევისას გამოიკვეთება საავიაციო შემთხვევის დადგომის დიდი ალბათობა მოკვლევის ბიურო უფლებამოსილია გადაწყვიტოს ამ ინციდენტის მოკვლევა.
6. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული მოკვლევა არ გულისხმობს ბრალის ან პასუხისმგებლობის დადგენას. მოკვლევა უნდა ტარდებოდეს ბრალის განმსაზღვრელი ნებისმიერი სასამართლო თუ ადმინისტრაციული წარმოებისაგან დამოუკიდებლად და მათი შელახვის გარეშ