1. წინამდებარე „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის წესი” (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის 1944 წლის  ჩიკაგოს კონვენციის დანართი 13-ით განსაზღვრული სტანდარტების და რეკომენდაციების,  „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევისა და პრევენციის შესახებ“ ევროპარლამენტის და საბჭოს 2010 წლის № 996/2010 რეგულაციის  შესაბამისად და არეგულირებს საჰაერო ხომალდებზე მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და  ინციდენტების მოკვლევის საქმიანობას სამოქალაქო ავიაციაში. ამ წესის მიზანია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დონის ამაღლება მოკვლევის ეფექტურობის და ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფის გზით, რომლის ერთადერთი მიზანია შემდგომში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილება, ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის გარეშე.

2. წესის მოთხოვნები სავალდებულოა ყველა სამართლებრივი სუბიექტისთვის, რომელზეც ვრცელდება საქართველოს საჰაერო კოდექსის მოქმედება. წესით  რეგულირდება სამოქალაქო ავიაციის და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება, მათ შორის ორგანიზაციებისა და კერძო პირების, რომლებიც დაკავებულნი არიან საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციით, შემუშავებით, ტესტირებით, წარმოებით, სერტიფიცირებით, მომსახურეობით და შეკეთებით, ასევე საავიაციო ინფრასტრუქტურის, სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირებით, საავიაციო პერსონალის მომზადებით და საავიაციო შემთხვევებისა და  ინციდენტების მოკვლევით.

3. წინამდებარე წესების მიზნებისთვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოსაკვლევა