,,საავიაციო შემთხვევა” არის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საავიაციო მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე, თუ:
ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან სერიოზულ დაზიანებას;
ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად;
ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილთან, რომელიც ხომალდს მოსცილდა) უშუალო შეხების შედეგად;
ა.გ) რეაქტიული ძრავის აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად;
შენიშვნა: საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანება მიღებულია ბუნებრივი მიზეზების გამო ან თვითდაზიანების შემთხვევაში, ან როცა იგი მიყენებულია სხვა პირის მიერ, ან როცა სხეულის დაზიანება მიიღო უბილეთო მგზავრმა, რომელიც იმალება მგზავრებისა და ეკიპაჟისათვის ხელმისაწვდომი ზონის გარეთ.
ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან ირღვევა მისი კონსტრუქცია;
ბ.ა) ირღვევა კონსტრუქციის სიმტკიცე, უარესდება ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლები;
ბ.ბ) აუცილებელია საჰაერო ხომალდის კაპიტალური რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა; გარდა ძრავის მტყუნებისა ან დაზიანებისა, რომელიც შემოიფარგლება ერთი ძრავის, (კაპოტების ან დამხმარე ნაწილების ჩათვლით), საჰაერო ხრახნების, ფრთების დაბოლოებების, ანტენების, გადამწოდებების, ნიჩბების, საბურავების, სამუხრუჭე მოწყობილობის, ბორბლების, გარსშემომდენების, პანელების, შასის საგდულების, საქარე მინების, საჰაერო ხომალდის გარსშემომდენის (როგორიცაა მცირე შენაჭყლეტები ან რღვიები), ძირითადი როტორის ნიჩბების, კუდის როტორის ნიჩბების, შასის დაზიანებით და სეტყვის ან ფრინველებთან შეჯახების შედეგად გამოწვეული უმნიშვნელო დაზიანებით (რადიოლოკატორის ანტენის გარსშემომდენში რღვიების ჩათვლით);
გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილას აღმოჩნდება.“;
,,სერიოზული ინციდენტი” - სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებებიც მიანიშნებენ, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას ადგილი ჰქონდა საავიაციო შემთხვევის დადგომის მაღალ ალბათობას და რომელიც მოხდა პილოტირებადი საჰაერო ხომალდის შემთხვევაში ნებისმიერი პირის საჰაერო ხომალდზე გაფრენის მიზნით ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, ხოლო უპილოტო საჰაერო ხომალდის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის ფრენის შესრულების მიზნით დაძვრის მზადყოფნიდან ფრენის დასრულებამდე და ძირითადი ძალური სისტემის გათიშვამდე.
შენიშვნა: სერიოზული ინციდენტების მაგალითების ნუსხა მოცემულია წესის დანართ 1-ში.
,,ინციდენტი” - საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას მომხდარი ნებისმიერი მოვლენა, (საავიაციო შემთხვევის გარდა) რომელიც ახდენს ან შეეძლო გავლენა მოეხდინა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე;
,,აკრედიტებული წარმომადგენელი” - პირი, რომელიც დანიშნულია სახელმწიფოს მიერ, მისი კვალიფიკაციის საფუძველზე, სხვა სახელმწიფოს მიერ წარმოებულ მოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად. წევრი სახელმწიფოს მიერ დანიშნული აკრედიტებული წარმომადგენელი უნდა იყოს მოკვლევის ბიუროს წარმომადგენელი.
,,მრჩეველი” - პირი, რომელიც დანიშნულია სახელმწიფოს მიერ, მისი კვალიფიკაციის საფუძველზე, მოკვლევაში მისი აკრედიტებული წარმომადგენლისათვის დახმარების გასაწევად;
,,მიზეზები“ - მოქმედებები, უმოქმედობები, ღონისძიებები, პირობები ან მათი კომბინაცია, რომელმაც გამოიწვია საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი; მიზეზების დადგენა არ გულისხმობს ბრალის დაკისრებას ან ადმინისტრაციულ, სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
,,სასიკვდილო დაზიანება” - დაზიანება, რომელსაც განიცდის პირი საავიაციო შემთხვევის დროს ან რომელსაც შედეგად მოყვება სიკვდილი მოცემული საავიაციო შემთხვევიდან 30 დღის განმავლობაში.
,,საბორტო თვითჩამწერი” - ნებისმიერი ტიპის თვითჩამწერი, რომელიც დამონტაჟებულია საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევის ხელშესაწყობად;
,,საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა” - ჩიკაგოს კონვენციის 37-ე მუხლის შესაბამისად, მიღებული საჰაერო ხომალდების საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა;
,,მოკვლევაზე უფლებამოსილი პირი” - კვალიფიკაციის საფუძველზე უფლებამოსილი პირი, რომელიც პასუხისმგებელია მოკვლევის ორგანიზებაზე, განხორციელებასა და კონტროლზე;
,,ექსპლუატანტი” - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ან გამოდის ერთი ან მეტი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წინადადებით;
,,მონაწილე პირი” - საავიაციო შემთხვევასა თუ სერიოზულ ინციდენტში მონაწილე საჰაერო ხომალდის მფლობელი, ეკიპაჟის წევრი, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი; მოცემული საჰაერო ხომალდის ტექმომსახურებაში, კონსტრუირებაში, დამზადებაში ან მისი ეკიპაჟის მომზადებაში მონაწილე ნებისმიერი პირი; საჰაერო მოძრაობის მართვის, საფრენოსნო ინფორმაციის ან აეროდრომის მომსახურების უზრუნველმყოფელი ნებისმიერი პირი, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის მომსახურებას; სამოქალაქო ავიაციის პერსონალი.
,,წინასწარი ანგარიში” - კომუნიკაცია, მოკვლევის ადრეულ სტადიაზე მიღებული მონაცემების დაუყოვნებელი გავრცელებისათვის.
,,ნათესავები” - ოჯახის უშუალო წევრები და/ან აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავები და/ან სხვა პირი, რომელიც ახლო კავშირშია საავიაციო შემთხვევის მსხვერპლთან, მსხვერპლის ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
,,უსაფრთხოების მოკვლევა” - პროცესი, რომელსაც ატარებს მოკვლევის ბიურო საავიაციო შემთხვევის და ინციდენტის პრევენციისათვის, რაც მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და დასკვნების გამოტანას, მათ შორის მიზეზების და/ან ხელშემწყობი ფაქტორების დადგენას და შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციების გაცემას;
,,უსაფრთხოების რეკომენდაციები” - საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების მოკვლევიდან გამომდინარე ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე მოკვლევის ბიუროს მიერ შემუშავებული წინადადებები;
,,სერიოზული დაზიანება” - სხეულის დაზიანება, რომელსაც განიცდის პირი საავიაციო შემთხვევის გამო და რომელიც მოიცავს ერთ-ერთ შემდეგ ფაქტორს:
ა) 48 საათზე მეტი ვადით ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, დაზიანების მიღების დღიდან 7 დღის განმავლობაში;
ბ) ძვლის ნებისმიერი მოტეხილობა (გარდა ხელის და ფეხის თითების ან ცხვირის მარტივი მოტეხილობისა);
გ) ნაფლეთი ჭრილობები, რომლებიც იწვევს სერიოზულ სისხლდენას ან სისხლჩაქცევას, ნერვის, კუნთის ან იოგის დაზიანებას;
დ) ნებისმიერი შიდა ორგანოს დაზიანება;
ე) მეორე ან მესამე ხარისხის დამწვრობა ან ნებისმიერი დამწვრობა, რომელიც მოიცავს სხეულის ზედაპირის 5%-ზე მეტს;
ვ) დადასტურებულია, რომ პირი იმყოფებოდა მაინფიცირებელი ნივთიერებების ან მავნე რადიაციის ზემოქმედების ქვე