1. საჰაერო ხომალდი, მისი შემადგენელი ნაწილები, საავიაციო შემთხვევის შემდეგ დარჩენილი ნამსხვრევები, საბორტო და სახმელეთო ობიექტური კონტროლის საშუალებები, აგრეთვე ხმელეთზე არსებული საბუთები, რომლებიც შეეხება საჰაერო ხომალდის რემონტს, ექსპლუატაციასა და მისი ფრენის უზრუნველყოფას, ითვლება საავიაციო შემთხვევის ნივთიერ მტკიცებულებებად და მომკვლევი კომისიისათვის გადაცემამდე დაცული უნდა იქნეს მათი ხელშეუხებლობა.
2. ნივთიერ მტკიცებულებათა განზრახ დაზიანება-განადგურებაში ბრალეული პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით.
3. საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოხდენის ადგილზე მოკვლევის ბიუროს მომკვლევთა მისვლამდე, დაუშვებელია შემთხვევის ადგილის მდგომარეობის შეცვლა, სინჯების აღება, სხ-ის დაძვრის ან სხ-ის შემადგენელი ნაწილების თუ ნამსხვრევების ან სინჯების აღების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული აუცილებელია უსაფრთხოების მიზნების გამო, დაზარალებულთა დახმარებისათვის, ადგილის მაკონტროლებელი ხელმძღვანელობის საგანგებო ნებართვის საფუძველზე ან/და შესაძლებლობისამებრ, მოკვლევის ბიუროსთან კონსულტაციის შედეგად.
4. ნებისმიერმა მონაწილე პირმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა საავიაციო შემთხვევასთან ან ინციდენტთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალისა და ჩანაწერების შესანახად, კერძოდ, საუბრებისა და განგაშის ჩანაწერთა ფრენის შემდეგ წაშლის თავიდან აცლების მიზნი