1. მოკვლევის ნებისმიერ სტადიაზე მოკვლევის ბიურო ვალდებულია, სათანადო მხარეებთან შესაბამისი კონსულტაციის შემდგომ, ოფიციალური კორესპოდენციის საშუალებით, დაუყოვნებლივ მისცეს რეკომენდაცია დაინტერესებულ ხელმძღვანელობას ნებისმიერი პრევენციული ზომის გატარებაზე, რომელსაც მიიჩნევს საჭიროდ საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის.
2. მოკვლევის ბიურო ასევე უფლებამოსილია გასცეს უსაფრთხოების რეკომენდაციები რიგი მოკვლევების შესწავლისა თუ ანალიზის საფუძველზე ან ნებისმიერი სხვა საქმიანობის საფუძველზე.
3. უსაფრთხოების რეკომენდაციები არ არღვევს საავიაციო შემთხვევასა და ინციდენტში მონაწილე პირთა უდანაშაულობის პრეზუმფცია