1. მოკვლევის ბიუროს თანამშრომელი  ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოწვეულია მოკვლევის ბიუროს მიერ წარმოებულ მოკვლევაში მონაწილეობისათვის, ვალდებულია დაემორჩილოს პროფესიული საიდუმლოების დაცვის ყველა წესს, მათ შორის იმ წესებს, რომლებიც შეეხება იმ პირთა ანონიმურობას, რომლებიც მონაწილეობენ საავიაციო შემთხვევაში ან ინციდენტში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მე-14 და მე-15 მუხლებში მითითებული ვალდებულებების დარღვევის გარეშე, მოკვლევის ბიურო ვალდებულია, ის ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საავიაციო შემთხვევებისა თუ ინციდენტების პრევენციისათვის,  მიაწოდოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჰაერო ხომალდის ან საჰაერო ხომალდის მოწყობილობის დამზადებასა თუ ტექმომსახურებაზე, ასევე იმ პირებს და იურიდიულ ერთეულებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა თუ პერსონალის მომზადებაზე.

3. მე-14და მე-15 მუხლებში მითითებული  ვალდებულებების დარღვევის გარეშე, მოკვლევის ბიურომ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ უნდა მიაწოდოს შესაბამისი ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელსაც მიიღებს მოკვლევის დროს, გარდა მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ან/და ინტერესთა კონფლიქტის გამომწვევი ინფორმაციისა.

4. მოკვლევის ბიურო უფლებამოსილია, ინფორმაცია მიაწოდოს დაზარალებულებს და მათ ნათესავებს ან ნაცნობებს ან საჯაროდ გამოაცხადოს ნებისმიერი ინფორმაცია ფაქტობრივი დაკვირვებების, მოკვლევის პროცესის წარმართვის, შესაძლო წინასწარი ანგარიშების ან დასკვნების და/ან უსაფრთხოების რეკომენდაციების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს ზიანს არ მიაყენებს მოკვლევას და სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებამდე, მოკვლევის ბიურო ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს დაზარალებულებს და მათ ნათესავებს ან მათთან დაკავშირებულ პირებს ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს  მოკვლევის ამოცანებ