1. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია ჰქონდეს საავიაციო შემთხვევისაგან დაზარალებულთა და მათი ნათესავების ფსიქოლოგიური თანდაგომის პროგრამა. აღნიშნული ვალდებულების შესრულების მონიტორინგს განახორცილებს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“.

2. დაინტერესებული ქვეყნის კომპეტენტური ორგანო, რომელსაც მისი მოქალაქეების სასიკვდილო ან სერიოზული დაზიანების გამო გააჩნია განსაკუთრებული ინტერესი იმ საავიაციო შემთხვევაში, უფლებამოსილი იქნება დანიშნოს ექსპერტი, რომელიც უფლებამოსილია:

ა) ეწვიოს საავიაციო შემთხვევის ადგილს;

ბ) გააჩნდეს შესაბამისი ფაქტობრივი ინფორმაციის წვდომა, რომელიც შეთანხმებულია საჯარო გამოქვეყნებისათვის მოკვლევის ბიუროს  მიერ და მიიღოს ინფორმაცია მოკვლევის განვითარების შესახებ;

გ) მიიღოს საბოლოო ანგარიშის ასლი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ექსპერტი უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითანამშრომლოს მსხვერპლის იდენტიფიკაციისას და  შეხვდეს თავისი ქვეყნის გადარჩენილ მოქალაქეებ