1.  საავიაციო შემთხვევის დროს, როცა საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა  2 250 კგ-ზე მეტია, მოკვლევის ბიურო წინასწარ ანგარიშს უგზავნის:

ა) რეგისტრაციის ან შემთხვევის ადგილის ქვეყანას (სიტუაციიდან  გამომდინარე);

ბ) ექსპლუატანტის ქვეყანას;

გ) შემმუშავებლის ქვეყანას;

დ) დამამზადებლის ქვეყანას;

ე) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი ინფორმაცია, ძირითადი მოწყობილობები ან ექსპერტები;

ვ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO).

2.  საავიაციო შემთხვევის დროს, როცა საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 2 250 კგ. ან ნაკლებია და არსებობს საჰაერო ხომალდის ვარგისობასთან დაკავშირებული ან სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კითხვები, მოკვლევის ბიურო წინასწარ ანგარიშს უგზავნის:

ა) რეგისტრაციის ან შემთხვევის ადგილის ქვეყანას (სიტუაციიდან  გამომდინარე);

ბ) ექსპლუატანტის ქვეყანას;

გ) შემმუშავებლის ქვეყანას;

დ) დამამზადებლის ქვეყანას;

ე) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი ინფორმაცია, ძირითადი მოწყობილობები ან ექსპერტები.

3. წინასწარი ანგარიში შესაბამის ქვეყნებსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO)-ს  ეგზავნება ერთ-ერთ სამუშაო ენაზე.

4. წინასწარი ანგარიში იგზავნება ფაქსის, ელექტრონული ან ავია ფოსტის საშუალებით, საავიაციო შემთხვევიდან 30 დღის განმავლობაში, თუ ამ დროისთვის არ იყო გაგზავნილი ინფორმაციული ანგარიში. მაშინ, როცა საკითხი ეხება უშუალოდ უსაფრთხოებას, წინასწარი ანგარიში იგზავნება დაუყოვნებლივ, ინფორმაციის მიღების შემდეგ, ნებისმიერი საშუალების გამოყენები