1.ავიაკომპანიები, რომლებიც ფრენებს აწარმოებენ საქართველოში უზრუნველყოფენ იმ პროცედურების დანერგვას, რომელთა საშუალებით:
ა) შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, საავიაციო შემთხვევის შესახებ შეტყობინებიდან სულ მცირე ორი საათის განმავლობაში შესაძლებელია შეიქმნას შემოწმებული სია, რომელიც დაფუძნებულია ბორტზე მყოფი ყველა პირის შესახებ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე;
ბ) საჰაერო ხომალდის საავიაციო შემთხვევის შესახებ შეტყობინებისთანავე დაუყოვნებლივ შეადგინოს ჩამონათვალი ბორტზე არსებული საშიში ტვირთის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში. მითითებული სია ხელმისაწვდომია მოკვლევის ბიუროსთვის, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ბორტზე მყოფი პირების ნათესავებთან და საჭიროების შემთხვევაში, იმ სამედიცინო ერთეულებთან, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ ინფორმაცია დაზარალებულთა დასახმარებლად.
3. იმისათვის, რომ მგზავრთა ნათესავებს ჰქონდეთ იმ საჰაერო ხომალდის ბორტზე, რომელმაც განიცადა საავიაციო შემთხვევა მყოფი მათი ნათესავების შესახებ ინფორმაციის სწრაფი მიღების საშუალება, ავიაკომპანია ვალდებულია მისცეს ასეთ ნათესავებს საშუალება იმ პირის სახელის და საკონტაქტო დეტალების მიღებაზე, რომელსაც შეხება აქვს საავიაციო შემთხვევასთან. ასეთი ინფორმაცია ავიაკომპანიის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საავიაციო შემთხვევისას და არ უნდა გადაეცეს მესამე მხარეს ან გამოყენებულ არ უნდა იქნეს კომერციული მიზნი