ექსპლუატანტი, ტექნიკური ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია:

ა) სხ-ის მეთაურს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია:

ა.ა) სხ-ის ბორტზე გადასაზიდი სახიფათო ტვირთის შესახებ;

ა.ბ) ფრენისას წარმოქმნილ ავარიულ ვითარებაში რეაგირების შესახებ.

ბ) გამოიყენოს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ბარათი;

გ) უზრუნველყოს, რომ საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვისას, სახიფათო ტვირთს თან ახლდეს საჭირო სატრანსპორტო დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია ტვირთგამგზავნის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეწოდება ელექტრონული ფორმით;

დ) უზრუნველყოს, რომ, თუ სახიფათო ტვირთის სატრანსპორტო დოკუმენტაცია შედგენილია წერილობით, ამ დოკუმენტის ასლი ინახებოდეს მიწაზე ისეთ ადგილას, სადაც იგი ხელმისაწვდომი იქნება გონივრული პერიოდის განმავლობაში მანამ, სანამ სახიფათო ტვირთი საბოლოო დანიშნულების პუნქტში არ იქნება მიწოდებული;

ე) უზრუნველყოს, რომ სხ-ის მეთაურისათვის მიწოდებული ინფორმაციის ასლი ინახებოდეს მიწაზე და ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ბოლო გამგზავრების და დაგეგმილი დაფრენის აეროდრომებზე მანამ, სანამ არ დასრულდება ის ფრენა, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება;

ვ) ფრენის დასრულების შემდეგ, მინიმუმ, სამი თვის განმავლობაში შეინახოს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ბარათი, სატრანსპორტო დოკუმენტაცია და სხ-ის მეთაურისათვის მიწოდებული  ინფორმაცია;

ზ) მინიმუმ, სამი წლის განმავლობაში შეინახოს პერსონალის სწავლებასთან დაკავშირებული ჩანაწერებ