1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ ამ წესის, RID-ისა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა.

2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეებმა უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა საფრთხეების ბუნებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, რათა თავიდან აიცილონ ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს ადამიანს, გარემოს ან/და ქონებას და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ უარყოფითი შედეგების გავლენის შემცირება.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენების გარდაუვალი რისკი, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეებმა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და მიაწოდონ რეაგირებისთვის აუცილებელი ინფორმაცი