1. „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი“ (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციისა (RID) და საქართველოს სარკინიგზო კოდექსის შესაბამისად.
2. ეს წესი განსაზღვრავს რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის, სახიფათო ტვირთების კლასიფიკაციისა და შეფუთვის პირობებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების უფლება-მოვალეობებს, მარკირებისა და საშიშროების ნიშნების განთავსების მოთხოვნებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, უსაფრთხოების ზომებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და დამუშავების პირობებს, ზედამხედველობასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ დებულებებს, სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ სააგენტოსთვის ანგარიშის წარდგენის პირობებ