1. თუ RID-ით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, სახიფათო ტვირთის შესაბამისი გაეროს ნომერი, რომელსაც წინ უსწრებს აღნიშვნა „UN“, უნდა იყოს გარკვევით და მყარად მარკირებული თითოეულ შეფუთვაზე. შეუფუთავი ნაკეთობების შემთხვევაში, მარკირება გამოსახული უნდა იყოს ნაკეთობაზე, მის საყრდენ, ან საექსპლუატაციო, სასაწყობო ან გამშვებ მოწყობილობაზე.
2. სახიფათო ტვირთის შეფუთვის მარკირება უნდა იყოს თვალსაჩინო და გარკვევით შესრულებული, აგრეთვე, იგი უნდა უძლებდეს ამინდის ნებისმიერ ზემოქმედებას ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე.
3. საავარიო ტარა და სამაშველო წნევის რეზერვუარები დამატებით უნდა იყოს მარკირებული სიტყვით „სამაშველო“. სიტყვა „სამაშველოს“ ასოები უნდა იყოს მინიმუმ 12 მმ სიმაღლის.
4. სახიფათო ტვირთის მარკირებასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო მოთხოვნები, მათ შორის რადიოაქტიური ნივთიერების მარკირების პირობები, განისაზღვრება RID-ის 5.2 თავისა და „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილების შესაბამისა