1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვას თან უნდა ახლდეს RID-ის 5.4 თავით და ამ მუხლით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:

ა) სახიფათო ტვირთის სატრანსპორტო დოკუმენტ(ებ)ი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შემდეგი პირობებით:

ა.ა) სატრანსპორტო დოკუმენტ(ებ)ი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას თითოეული ნივთიერების ან ნაკეთობისთვის:

ა.ა.ა) გაეროს ნომერს, რომელსაც წინ უსწრებს ინიციალები: „UN“;

ა.ა.ბ) გადაზიდვის დასახელებას, RID-ის 3.1.2 პუნქტის შესაბამისად;

ა.ა.გ) შეფუთვის ჯგუფს, არსებობის შემთხვევაში;

ა.ა.დ) შეფუთვის ნომერს და აღწერილობას, საჭიროებისამებრ;

ა.ა.ე) თითოეული სახეობის სახიფათო ტვირთის ჯამურ ოდენობას, მათ შორის გაეროს ნომრის, გადაზიდვის დასახელებისა და შეფუთვის ჯგუფის მიხედვით;

ა.ა.ვ) ტვირთგამგზავნის დასახელებას და მისამართს;

ა.ა.ზ) ტვირთმიმღების დასახელებას და მისამართს;

ა.ა.თ) RID-ის 5.4.1.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას, საჭიროებისამებრ.

ა.ბ) სატრანსპორტო დოკუმენტში მითითებული ჩანაწერები, რომლებიც შეიცავენ მოთხოვნილ ინფორმაციას, უნდა იყოს მკაფიო;

ა.გ) RID-ის 5.4.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური პირობების არსებობისას, დაცული უნდა იქნეს RID-ის იმავე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები;

ა.დ) წარმოდგენილი უნდა იქნეს RID-ის 5.4.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია 1-ლი, მე-2, 4.1, 5.2, 6.2 და მე-7 კლასების სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.

ბ) კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების შეფუთვის სერტიფიკატი, თუ სახიფათო ტვირთის კონტეინერით გადაზიდვა წინ უსწრებს საზღვაო გადაზიდვას;

გ) წერილობითი ინსტრუქციები, ამ წესის მე-14 მუხლისა და VI დანართის შესაბამისად.

2. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ასევე განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობი