ტვირთის
შეფუთვების
გადაზიდვა

1. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სახიფათო ტვირთის შეფუთვები შესაძლოა დაიტვირთოს:

ა) დახურულ ვაგონებში ან დახურულ კონტეინერებში;

ბ) ბრეზენტით გადაფარებულ ვაგონებში ან ბრეზენტით გადაფარებულ კონტეინერებში;

გ) ღია ვაგონებში ან ღია კონტეინერებში.

2. შეფუთვები, რომლებიც დამზადებულია ნესტის მიმართ მგრძნობიარე მასალისგან, უნდა დაიტვირთოს დახურულ ან ბრეზენტით გადაფარებულ ვაგონებში ან დახურულ ან ბრეზენტით გადაფარებულ კონტეინერებში.

3. სახიფათო ტვირთის შეფუთვებში გადაზიდვასთან დაკავშირებული სპეციალური პირობები განისაზღვრება RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-16 სვეტში მითითებული აღნიშვნებისა და 7.2.4 პუნქტის შესაბამისა