მასალის
გადაზიდვა
1. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელდეს ამ წესის, RID-ის „,ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
2. ამ წესის მიზნებისთვის, რადიოაქტიური მასალის გადაზიდვა გულისხმობს ტრანსპორტირებას „,ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებაში მოცემული მნიშვნელობი