1. ამ წესის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის (ტრანსპორტირების) ნაწილში, ზედამხედველობას ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
3. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების შემოწმება ამ წესით და RID-ით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
4. სააგენტო უფლებამოსილია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთა