ნიშნების
განთავსება

1. სახიფათო ტვირთის შეფუთვაზე უნდა განთავსდეს საშიშროების შესაბამისი ნიშანი ამ წესის VIII დანართისა და RID-ის 5.2.2 პუნქტის შესაბამისად.

2. საშიშროების ნიშნები შეიძლება შეიცვალოს წარუშლელი საფრთხის აღმნიშვნელი ნიშნებით, რომლებიც ზუსტად შეესაბამება საშიშროების შესაბამის ნიშნებს.

3. თითოეული საშიშროების ნიშანი უნდა:

ა) მიმაგრდეს შეფუთვის იმავე ზედაპირზე, თუ შეფუთვის ზომები იძლევა ამის საშუალებას;

ბ) განთავსდეს შეფუთვაზე იმგვარად, რომ არ იყოს დაფარული ტარის სხვა ნაწილის ან სხვა საშიშროების ნიშნის ან მარკირების ნიშნის მიერ;

გ) გამოისახოს ერთმანეთის გვერდით, როდესაც აუცილებელია ერთზე მეტი საშიშროების ნიშნის განთავსება.

4. განსაკუთრებული ფორმის ან მცირე ზომის შეფუთვებზე, თუ შეუძლებელია ნიშნის მყარად ან დაუფარავად განთავსება, საშიშროების ნიშანი შესაძლებელია განთავსდეს ტარაზე მიმაგრები