1. მარკირების უფლების მინიჭებისათვის ბიზნესოპერატორი სააგენტოში წარადგენს:
ა) განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია ბიზნესოპერატორის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი; იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ფაქსი, ელფოსტა);
ბ) ინფორმაციას შხმ-ის დამუშავების ტიპ(ებ)ის შესახებ;
გ) საწარმოს ტექნიკურ ნახაზს;
დ) საწარმოო პროცესის აღწერილობას;
ე) აღჭურვილობის ჩამონათვალს.
2. თუ ბიზნესოპერატორს აქვს რამდენიმე საწარმო, მარკირების უფლების მისაღებად თითოეული საწარმოსთვის სააგენტოში წარადგენს ცალ-ცალკე განაცხად