1. ამ წესის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილებაა:

ა) ბიზნესოპერატორისათვის შხმ-ის მარკირების გამოყენების უფლების მინიჭება და მარკირების გამოყენების უფლების მინიჭების   მოწმობის გაცემა (დანართი №1);

ბ) ბიზნესოპერატორისათვის  შხმ-ის  შესაბამისობის შეფასების აქტის (დანართი №2)  საფუძველზე  საქმიანობის შეჩერება, გაუქმება და აღდგენა.

2.  შხმ-ის  დამუშავების, დამზადების, შეკეთებისა და მარკირების გამოყენების უფლების მქონე რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორთა სიის სააგენტოს  ვებგვერდზე განთავსება.

3. ISPM 15-თან  შეუსაბამო იმპორტირებული  შხმ-ის შესახებ სამსახურის მიერ მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე, ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაციისათვის შეტყობინების გაგზავნა,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა