1. ამ წესის მიზნებია:

ა) საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის  უზრუნველყოფა;

ბ) მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად იმ ბიზნესოპერატორთა აღრიცხვა,   რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ამ წესის შესაბამისად შხმ-ის დამუშავებასთან, დამზადებასთან, შეკეთებასა და მარკირებასთან.

2. ამ  წესის  მოქმედება ვრცელდება  იმ ბიზნესოპერატორზე, რომლის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო  ვაჭრობისათვის (იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით) განკუთვნილი შხმ-ის დამუშავებას, დამზადებას, შეკეთებას და მარკირებას, ამ წესის შესაბამისად.

3. ამ  წესის  მოქმედება არ ვრცელდება ისეთი სახის  შხმ-ზე, როგორებიცაა:

ა) შპონი, ნახერხი, ბურბუშელა, ბოჭკო;

ბ) 6 მმ-ის ან ნაკლები სისქის ხის  მასალა;

გ) გადამუშავებული ხის მასალა, მათ შორის: ფანერა, მერქან-ბურბუშელოვანი, მერქან-ბოჭკოვანი, ორიენტირებულ-ბურბუშელოვანი ფილები, რომელთა დამზადებისას გამოყენებულია წებო, მაღალი ტემპერატურა და წნევა;

დ) თერმულად დამუშავებული ხის კასრები,  რომლებიც განკუთვნილია   ღვინისა  და  სხვა  ალკოჰოლიანი  სასმელებისათვის;

ე) ბოთლის, სიგარისა და მოხმარების სხვა საგნისათვის ჩასადები სასაჩუქრე ყუთი, რომელთა დამზადებისა და დამუშავების ტექნოლოგია  გამორიცხავს საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობას;

ვ) ხის მასალის ნაწილი, რომელიც მუდმივად არის მიმაგრებული სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებასა და კონტეინერზე.

4. ეს წესი არ უზრუნველყოფს  შხმ-ის  მუდმივ დაცვას მავნე ორგანიზმებით   კონტამინაციისაგან.

5. ამ წესის შესაბამისად, მარკირებული შხმ არ საჭიროებს ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატ