1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საერთაშორისო ვაჭრობისას (ექსპორტი, რეექსპორტი) გამოსაყენებელი შესაფუთი ხის მასალის (შემდგომში − შხმ) ფიტოსანიტარიული ღონისძიებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტის ISPM 15-ის შესაბამისად დამუშავების, დამზადების, შეკეთებისა და მარკირების რეგულირების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ეს წესი არეგულირებს საერთაშორისო ვაჭრობისას გამოსაყენებელი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხისგან დამზადებულ ყველა სახის შხმ-ს, რომელიც შეიძლება იყოს მავნე ორგანიზმების გადამტანი.
3. ამ წესის შესაბამისად, საერთაშორისო ვაჭრობისას გამოსაყენებელი შხმ-ის დამუშავება, დამზადება, შეკეთება და მარკირება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნები.
4. ამ წესის შესაბამისად, შხმ-ის დამუშავებაზე, დამზადებაზე, შეკეთებასა და მარკირებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
5. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, შხმ-ის სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში − სამსახური).
6. ეს წესი ეფუძნება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტს –
ISPM 15 „სახელმძღვანელო საერთაშორისო ვაჭრობაში ხის შესაფუთი მასალის რეგულირებისათვის