1. შხმ-ის თერმული დამუშავება უნდა მოხდეს საშრობ კამერაში.

2. დამუშავებისას ხის მასალის შუაგულში ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს, სულ მცირე, 56° С-ს, არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში.

3. საშრობი  კამერა უნდა იქნეს თერმოიზოლირებული და ჰერმეტული, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სითბოს დანაკარგი.

4. საშრობ კამერაში გაცხელებული ჰაერი უნდა  ცირკულირებდეს და თანაბრად ნაწილდებოდეს  ვენტილატორების საშუალებით, ისე, რომ აღწევდეს დაწყობილ  შხმ-ის შორის სივრცეში.

5. ვენტილატორების სიმძლავრე და დანიშნულება უნდა შეესაბამებოდეს საშრობი კამერის მოცულობას (ჰაერის ნაკადის მოძრაობის  მინიმალური სიჩქარე უნდა იყოს  0.5 მ/წმ ).

6. ერთი ვენტილატორის გამოყენების შემთხვევაში, ჰაერის ნაკადი უნდა მოძრაობდეს ერთი მიმართულებით და უზრუნველყოფდეს საჭირო ტემპერატურის თანაბრად გადანაწილებას.

7. სენსორები და მათთან დაკავშირებული  ელექტროსადენები უნდა იქნეს  გამართულ მდგომარეობაში.

8. საშრობ კამერაში ხის დახერხილი მასალის ან შხმ-ის ჩატვირთვისას:

ა) შხმ არ უნდა განთავსდეს უშუალოდ კამერის ფსკერზე, რათა შესაძლებელიიქნეს  ცხელი ჰაერის  მოძრაობა და არ მოხდეს მიწიდან მისი გაცივება;

ბ) შხმ არ უნდა ეხებოდეს  კამერის კედლებს და ჭერს;

გ) ერთ დამუშავებაზე უნდა ჩაიტვირთოს ერთგვაროვანი შხმ  (მხოლოდ პალეტები ან ყუთები);

დ) თუ საშრობი კამერა არ იტვირთება სრულად, საჭიროა გამყოფი ტიხრების დაყენება, რათა ცხელმა ჰაერმა არ იმოძრაოს ცარიელ სივრცეში;

ე) პალეტების დამუშავებისას არ ვრცელდება ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებ