1. შხმ-ის მეთილბრომიდით დამუშავება ნებადართულია, თუ 100 კილომეტრის რადიუსში არ არსებობს სხვა ალტერნატიული მეთოდით მომუშავე საწარმო.
2. დამუშავების დროს, აირის განაწილების ფაზაში, წონასწორობის მისაღწევად, ბიზნესოპერატორმა ვენტილატორის სწორი განთავსებით უნდა უზრუნველყოს მეთილბრომიდით დამუშავების პირველივე საათებში საფუმიგაციო სათავსოში მისი სწრაფი და ეფექტიანი განაწილება.
3. საფუმიგაციო სათავსოები არ უნდა დაიტვირთოს მისი მოცულობის 80%-ზე მეტად.
4. საფუმიგაციო სათავსოები უნდა იქნეს დალუქული და, შეძლებისდაგვარად, აირგაუმტარი.
5. დამუშავება უნდა ჩატარდეს აირგაუმტარი მასალისგან დამზადებული საფარის ქვეშ და დაიბეჭდოს ნაკერებში იატაკის დონემდე.
6. დამუშავების ადგილზე მეთილბრომიდისათვის იატაკი უნდა იქნეს აირგაუმტარი. თუ ის აირგამტარია, მასზე უნდა დაიგოს აირგაუმტარი საფარი.
7. საფუმიგაციო სათავსოში მეთილბრომიდის სრული აორთქლებისათვის და შხმ-ში მის შესაღწევად გამოყენებულ უნდა იქნეს ამაორთქლებელი.
8. მეთილბრომიდით უნდა დამუშავდეს არაუმეტეს 20 სმ სისქის შხმ.
9. 20 სმ-ზე ნაკლები ზომის შხმ-ში მეთილბრომიდის ადეკვატური ცირკულაციისა და შეღწევისათვის გამოიყენება შხმ-ის გროვის სეპარატორი.
10. კამერის ყველა უბანზე აირი თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
11. დამუშავების დროის ათვლა უნდა მოხდეს მეთილბრომიდის თანაბარი გადანაწილების მიღწევის შემდეგ.
12. დამუშავების შემდეგ გათვალისწინებული უნდა იქნეს მეთილბრომიდის შესაძლო სორბცია შხმ-სთან ან მასთან დაკავშირებულ პროდუქტთან.
13. მეთილბრომიდის დოზის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იქნეს შხმ-ის ან მისი გარემომცველი ჰაერის სავარაუდოდ ყველაზე დაბალი ტემპერატურა დამუშავებამდე ან დამუშავებისას.
14. ფუმიგაციისთვის განკუთვნილი შხმ არ უნდა შეიფუთოს ან დაიფაროს მეთილბრომიდისათვის შეუღწევადი მასალით.
15. ტემპერატურის სენსორები, მეთილბრომიდის კონცენტრაცია, აგრეთვე გამზომი და ჩამწერი მოწყობილობები დაკალიბრებული უნდა იქნეს თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.
16. კდ-ის მინიმალური მნიშვნელობა, შხმ-ის 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში მეთილბრომიდით დამუშავებისას, უნდა იქნეს დანართი №3-ის შესაბამისი.
17. კდ-ის მინიმალურმა მნიშვნელობამ უნდა შეაღწიოს ხის მთელ სისქეში, მისი გულის ჩათვლით, თუმცა მეთილბრომიდის კონცენტრაცია გაიზომება შხმ-ის გარემომცველ ატმოსფეროში და არა შხმ-ში.
18. ხის და მისი გარემომცველი ჰაერის მინიმალური ტემპერატურა არ უნდა იქნეს 100 С-ზე ნაკლები, ხოლო ექსპოზიციის მინიმალური დრო − არანაკლებ 24 საათისა.
19. შხმ-ში კდ-ის მისაღწევად საჭირო მეთილბრომიდის კონცენტრაციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს დამუშავების დაწყებიდან 2, 4 და 24 საათის შემდეგ, დანართი №4 -ის შესაბამისად.
20. თუ მეთილბრომიდი დაბალი კონცენტრაციისაა და დამუშავება მოითხოვს დროის გახანგრძლივებას, დამუშავების დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს აირის კონცენტრაციის დამატებითი გაზომვა და გაკეთდეს ჩანაწერი.
21. თუ 24 საათის განმავლობაში არ მიიღწევა კდ, 24 საათის შემდეგ დამუშავება უნდა დაიწყოს თავიდან, მეთილბრომიდის დამატების გარეშე და არაუმეტეს 2 საათისა გახანგრძლივდეს დამუშავების დრო, დანართი №3-ის შესაბამისად, მინიმალური ნარჩენი კონცენტრაციის გადახრა დასაშვებია დაახლოებით 5%-ით.
22. მეთილბრომიდით დამუშავებისას ბიზნესოპერატორმა უნდა ჩაიწეროს:
ა) მეთილბრომიდის სავაჭრო დასახელება;
ბ) მოქმედი ნივთიერება;
გ) გამოყენებული კონცენტრაცია;
დ) მწარმოებელი;
ე) გამოყენების ვადა;
ვ) პრეპარატის მიღებული, გახარჯული და დარჩენილი რაოდენობა.
23. ბიზნესოპერატორმა უნდა შეინახოს მეთილბრომიდით დამუშავებისა და დაკალიბრებული გამზომი მოწყობილობების მონაცემები სამი წლის განმავლობაშ