1. შეკეთებულად ითვლება შხმ, რომლის შემადგენლობის არაუმეტეს 1/3-ისა შეცვლილია.
2. თუ შესაკეთებლად გამოიყენება დამუშავებული ხის მასალა, მაშინ ყოველი დამატებული ერთეული უნდა შეიცავდეს მარკირებას.
3. თუ შესაკეთებლად გამოყენებული იყო დაუმუშავებელი ხის მასალა, მაშინ შეკეთებული შხმ-ის ერთეული განმეორებით უნდა დამუშავდეს და გაუკეთდეს მარკირება.
4. შეკეთებულ შხმ-ზე რამდენიმე მარკირების არსებობა არ წარმოადგენს ამ წესთან შეუსაბამობას.
5. შეკეთებული შხმ-იდან უნდა წაიშალოს წინა მარკირება და განმეორებით დამუშავდეს იმ შემთხვევაში, თუ მასში აღმოჩენილია საკარანტინო მავნე ორგანიზმი ან მრავლობითი მარკირების გამო შეუძლებელია შხმ-ის წარმომავლობის დადგენა.
6. შეკეთებული შხმ-ის მეთილბრომიდით ხელახალი დამუშავებისას, რეკომენდებულია მეთილბრომიდის კონცენტრაციის შემცირება. ხელახალი დამუშავების ჩატარების შემდეგ, თავიდან უნდა მოხდეს მარკირება, ამ წესის შესაბამისად.
7. შხმ, რომლის შემადგენლობის 1/3-ზე მეტი გამოცვლილია, უნდა დამუშავდეს და გაუკეთდეს ხელახალი მარკირებ