1. მარკირება ადასტურებს, რომ  შხმ  დამუშავდა  ამ  წესის მოთხოვნების შესაბამისად.

2. დამუშავებულ შხმ-ზე კეთდება მარკირება (დანართი №5),  რომელშიც აღნიშნული უნდა იქნეს:

ა) მარცხენა ნაწილში IPPC-ის  შემოკლებული დასახელება და სიმბოლო;

ბ) მარჯვენა ნაწილში მწარმოებელი ქვეყნის ორნიშნა –

GE – ISO კოდი;

გ) სააგენტოს მიერ ბიზნესოპერატორისათვის მინიჭებული სამნიშნა − OOO –

კოდი, რომლითაც იგი შეტანილია რეესტრში;

დ) შხმ-ის დამუშავების ტიპის აღმნიშვნელი ორნიშნა –

XX - კოდი: DH, HT ან MB.

3. შხმ-ის ერთეულის მარკირება უნდა იქნეს:

ა) მართკუთხედის ან კვადრატის ფორმის;

ბ) დატანილი წყალგამძლე საღებავით ან ამომწვარი. გამოსაჩენ ადგილას, ადვილად წასაკითხი, გამადიდებელი საშუალებების გამოყენების გარეშე, ორ საპირისპირო მხარეს განთავსებული;

გ) მდგრადი და არ იშლებოდეს ადვილად.

4. შხმ-ის ერთეულის  მარკირება არ უნდა იქნეს:

ა)  დაწერილი ან  დახატული;

ბ)  წითელი და ნარინჯისფერი;

გ)  სხვა შხმ-იდან გადმოტანილი.

5. სავაჭრო ნიშანი ან ლოგო უნდა განთავსდეს მარკირებასთან.

6. დაუშვებელია  სავაჭრო ნიშნის ან ლოგოს მარკირების ფარგლებში მოქცევ