1. შხმ-ის მწარმოებელ საწარმოს უნდა ჰქონდეს  არანაკლებ ორი ცალი  ტემპერატურის გასაზომი სენსორი.

2. ტემპერატურის გასაზომი სენსორის დამაგრება ხდება, როგორც  კამერის, ისე შხმ-ის  ყველაზე გრილ უბანზე.

3. ტემპერატურის გასაზომი  სენსორი  უნდა დამაგრდეს შხმ-ის შუაგულში, შხმ-ის  კიდიდან არანაკლებ  30 სმ-ის დაშორებით.

4. ტემპერატურის გასაზომი  სენსორის დამაგრებისას, ცდომილების თავიდან ასაცილებლად, შხმ-ის გაბურღული სივრცე უნდა ამოივსოს შესაბამისი მასალით.

5. ხის შუაგულის ტემპერატურის გასაზომად გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტემპერატურის გასაზომი  სენსორი.

6. უფრო მოკლე ხის ქვეშსადები დაფების ან  ბლოკების  შუაგულის ტემპერატურის გაზომვისას, ტემპერატურის გასაზომი სენსორი უნდა  მოთავსდეს არც ისე დიდი ზომის ხის ნაჭერთან ერთად.

7. შხმ-ის  დამუშავებისას, ტემპერატურის გასაზომი სენსორი არ უნდა ეხებოდეს ლითონის სამაგრებს და უნდა ჩამაგრდეს მათ პარალელურად.

8.  ტემპერატურის გასაზომი სენსორი უნდა იქნეს  არანაკლებ 3-6 მმ დიამეტრისა და ელექტრონული.

9. ტემპერატურის გასაზომი სენსორი, გამზომი და ჩამწერი მოწყობილობა  დაკალიბრებული უნდა იქნეს თანდართული  ინსტრუქციის შესაბამისა