1. საწარმოში, სადაც ხორციელდება შხმ-ის დამუშავება, დამზადება, შეკეთება და მარკირება,  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:

ა) ტემპერატურის საზომი სენსორების (ელექტროსადენებით) დაკალიბრება თანმხლები  ინსტრუქციის შესაბამისად და მათი გამართულად მუშაობა;

ბ) დამუშავებული და დაუმუშავებელი შხმ-ის განცალკევება.

2. საწარმოში უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საწარმოო პროცესის აღწერილობის შესახებ;

ბ) შეძენილი, დამუშავებული, მარკირებული და  რეალიზებული შხმ-ის რაოდენობისა და მათი წარმოშობის შესახებ;

გ) ჩანაწერი შხმ-ის ჩატარებული დამუშავებისა და დამუშავების პროცესში ტემპერატურის მონაცემთა შესახებ;

დ) ჩანაწერი დამზადებული და დამუშავებული შხმ-ის აღრიცხვის შესახებ.

3. დაუშვებელია, მარკირების უფლების მქონე  ბიზნესოპერატორმა მარკირების  ბეჭედი ან დამღა გადასცეს  სხვა ბიზნესოპერატორ